📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.09.2023
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.108.016516
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,151 სიტყვა · ~21 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 2
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით
1. შერეული საქონლის მაღაზია, სუპერ­მარ­კეტი, სამრეწველო მაღაზია
2. სასურსათო მაღაზია
3. აფთიაქი
4. შერეული საქონლის ბაზრობა
5. აგრარული ბაზარი
6. საბითუმო ბაზრობა
7. მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
დახურული საერთო ფართის 1 მ​​​2 0,08
8. კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია
9. სარიტუალო დარბაზი
10. სასტუმრო
11. უმაღლესი სასწავლებელი, სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე 97% 04.01.2016 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2017 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ 96% 03.08.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2023 წლის 27 სექტემბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის; „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების; ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები და დამტკიცდეს შესაბამისი ინსტრუქციები თანდართული დანართების შესაბამისად:  ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის (დანართი №1);  ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის (დანართები №№ 2; 3; 4);  გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (დანართი №5); დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი (დანართი №6). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის №21 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია დანართი №1 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციულ ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მშენებლობის ობიექტის მესაკუთრეს ფიზიკურ ან იურიდიული პირს განახორციელოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად შედგენილი პროექტით განსაზღვრული ნაგებობების, მისი ელემენტების, კონკრეტული სისტემის ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ნებართვაში მითითებული თარიღიდან არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში მითითებულ ვადებში. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები. მუხლი 2🔗. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციულ ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის განაკვეთი   1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის: ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 (ორი) ლარის ოდენობით, სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 (ხუთი) ლარის ოდენობით. 2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით. 3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს II კლასის ობიექტებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები   მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე ადგილობრივი ბიუჯეტის მომსახურე ბანკში: ერთიანი საგადასახადო ანგარიში (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) - 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222; შემოსავლის სახაზინო კოდი - 300373090. მუხლი 7🔗. მშენებლობის ნებართვის გამცემის პასუხისმგებლობა მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე და ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირველად სტრუქტურულ ერთეულს – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს. მუხლი 8🔗. მოსაკრებლისაგან განთავისუფლდება მოსაკრებლისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები. მუხლი 9🔗. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №2 სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ეს წესი აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი), წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს სენაკის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. 4. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც საცხოვრებელ სახლებში და ბინებში ცხოვრებისას მიწის ნაკვეთებისა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებელსა ან გაქირავებულ ბინებში წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე სენაკის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. 5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდევინების ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 6. მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიული პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ამ წესის მიხედვით. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართობის და მომხმარებელთა რაოდენობის კომბინაციით: ა) ერთ სულ მოსახლეზე 1 (ერთი) ლარი თვეში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში; ბ) იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის შემდეგი სახით: № საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით ზომის ერთეული ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ​​​3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№ 4): 12 თვე X 16 ლარი (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ​​​3 ნარჩენზე) ლარი 1 2 3 4 5 1. შერეული საქონლის მაღაზია, სუპერ­მარ­კეტი, სამრეწველო მაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​​​2 0,65 0,87 2. სასურსათო მაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​​​2 0,76 1,01 3. აფთიაქი სამუშაო ფართის 1 მ​​​2 0,55 0,73 4. შერეული საქონლის ბაზრობა ერთი ადგილი 0,76 1,01 5. აგრარული ბაზარი ერთი ადგილი 0,94 1,25 6. საბითუმო ბაზრობა საერთო ფართის 1 მ​​​2 0,23 0,31 7. მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები ღია საერთო ფართის 1 მ​​​2 0,04 0,05 დახურული საერთო ფართის 1 მ​​​2 0,08 0.11 8. კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,0 2,67 9. სარიტუალო დარბაზი საერთო ფართის 1 მ​​​2 0,25 0,33 10. სასტუმრო ერთი საწოლი 1,72 2,29 11. უმაღლესი სასწავლებელი, სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი ერთ მოსწავლეზე 0,1 0.13 12. საბავშვო ბაღი, ბაგა–ბაღი ერთ აღსაზრდელზე 0,2 0,27 13. სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება საერთო ფართის 1 მ​​​2 0,02 0.03 14. ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია საერთო ფართის 1 მ​​​2 0,08 0.11 15. რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, აეროპორტი ღია ფართის 1 მ​​​2 0,008 0.01 დახურული ფართის 1 მ​​​2 0,04 0.05 16. ფასიანი ავტოსადგომი ფართის 1 მ​​​2 0,02 0.03 17. კლუბი, კინოთეატრი, თეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0,16 0.21 18. გასართობი – სათამაშო ბიზნესობიექტი, ტოტალიზატორი, სამორინე, დისკო­თე­კა, ღამის კლუბი საერთო ფართის 1 მ​​​2 0,36 0.48 19. ინტერნეტკაფე საერთო ფართის 1 მ​​​2 0,65 0.87 20. ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგური საერთო ფართის 1 მ​​​2 0,2 0.27 21. ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო ღია ფართის 1 მ​​​2 0,02 0.03 დახურული ფართის 1 მ​​​2 0,14 0.19 22. სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფა­ცხო­ვ­რებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​​​2 0,25 0.33 23. ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საერთო ფართის 1 მ​​​2 0,4 0.53 24. სტადიონი, სპორტულ-გამაჯანსა­ღებე­ლი დაწესებულების ღია ტერიტორია და მანეჟი, სპორტკლუბი, ფიტნესკლუბი ღია საერთო ფართის 1 მ​​​2 0,02 0.03 დახურული საერთო ფართის 1 მ​​​2 0,08 0.11 25. აბანო, საუნა საერთო ფართის 1 მ​​​2 0,18 0.24 26. სადალაქო, სილამაზის სალონი საერთო ფართის 1 მ​​​2 0,55 0.73 27. საცხობი სამუშაო ფართის 1 მ​​​2 0,26 0.35 28. მშენებარე ობიექტი ფართის 1 მ​​​2 0,32 0.43 29. სარემონტო სამუშაო (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა) ფართის 1 მ​​​2 0,17 0.23 30. ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილი, სკვერი, ბაღი, ატრაქციონი საერთო ფართის 1 მ​​​2 0,008 0.01 31. სამხედრო ნაწილი და პენიტენცური სისტემა ერთ ადგილი 0,6 0.80 32. საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზა ღია საერთო ფართის 1 მ​​​2 0,02 0.03 დახურული საერთო ფართის 1 მ​​​2 0,08 0.11 33. საწარმოო დანიშნულების ობიექტის ღია ტერიტორია საერთო ფართის 1 მ​​​2 0,008 0.01 34. მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოს შენობა–ნაგებობები საერთო ფართის 1 მ​​​2 0,04 0.05 35. მუზეუმი, ბიბლიოთეკა საერთო ფართის 1 მ​​​2 0,04 0,05 36. საავადმყოფო, სამშობიარო სახლი ერთი საწოლი 1,0 1,33 37. პოლიკლინიკა, სამედიცინო დიაგნოს­ტი­კური ცენტრი, ექიმისა და სტომატო­ლო­­გი­ური კაბინეტი საერთო ფართის 1 მ​​​2 0,12 0.16 38. მოხუცებულთა სახლი, ბავშვთა სახლი მომსახურების ერთეული, ადგილი 0,128 0.17 39. სასაფლაოთა მეურნეობა საერთო ფართის 1 მ​​​2 0,008 0.01 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის: მ = გXრ მ – ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი) გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი). გ) სამშენებლო ნარჩენები - 1 მ3 ნარჩენებზე თვეში ფიზიკური პირისათვის 1 (ერთი) ლარი, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში და იურიდიული პირებისათვის 20 ლარი. 3. ფიზიკურ პირთა მიერ მოსაკრებლის გადახდისათვის მოსაკრებელის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოჯახზე განისაზრღვროს 4 (ოთხი) სულით. 4. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 5. მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდევინება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 6. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 7. მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 9. ქვითარი შენარჩუნებული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას მის აღდგენას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური. 10. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. 11. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 12. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 13. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდევინების ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის - მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდევინების ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ  ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი შესაბამისი თანხის ოდენობით. 4. გაწეული მომსახურების ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი შემცირება. 5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 %-ზე მეტი. 6. თითოეული მოსახლის ერთ თვეზე მეტი ვადით ადგილზე არყოფნისას, მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს მოსახლის ადგილზე არყოფნის ვადის მითითებით. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი   მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიან საგადასახადო ანგარიშზე (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) - 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222; შემოსავლის სახაზინო კოდი - 300373189. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრის (დანართები №4, №5) ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.     2. ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია; ა) მესაკუთრის მონაცემები; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) სულთა რაოდენობა (მოსახლეობისათის) სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი მონაცემების შესაბამისად (ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის); დ) გადასახდელი თანხა; ე) გადახდევინების ვადა; ვ) გადახდევინების ადგილი. 3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე   1. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 2. იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან (თუ აღნიშნული სუბიექტები არ სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურით)  ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. მუხლი 8🔗. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №3 ___________________________________________________________________ შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი ____________________ 202  წ. ქვითარი № ________________ გადამხდელი ______________________________________________________ იურიდიული პირი მისამართი ________________________________________________________ იურიდიული მისამართი __________________________________________________________________ გადასახადის დასახელება ზომის ერთეული   საერთო რაოდენობა   გადასახდელი თანხა    გადახდილია   ნარჩენი  _____________________________________________________________________________ გადახდილი თანხა სიტყვიერად გადაიხადა: __________________________________     გადამხდელის ხელმოწერა მივიღე: _____________________________________      პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა გარკვევით დანართი №4 ___________________________________________________________________ შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი ____________________ 202  წ. ქვითარი № ________________ გადამხდელი ______________________________________________________ სახელი, გვარი მისამართი _________________________________________________________ იურიდიული მისამართი ___________________________________________________________________ გადასახადის დასახელება ა) გადასახადი ფიზიკური პირებისათვის ერთ სულზე თვეში 1 (ერთი) ლარი; ბ)სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში სულადობა  გადასახდელი თანხა    გადახდილია   ნარჩენი  ___________________________________________________________________ გადახდილი თანხა სიტყვიერად გადაიხადა: __________________________________    გადამხდელის ხელმოწერა მივიღე: _____________________________________      პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა გარკვევით           დანართი №5 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს. მუხლი 1🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში. 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი ოდენობითა და წესით. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ,,ლატარიები, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ობიექტები  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია: ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი; ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი; გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა; დ) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის განაკვეთები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%-თ; დ) სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციდან მიღებული ამონაგების 10%-თ; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარით. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი 1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით). 3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თმაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს: ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები; ბ) მოსაკრებლის დაბეგვრის პერიოდს.6. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 7. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იძენს მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე. 8. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება საგადასახადო ორგანოში, თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე. 9. თამაშების მომწყობნი (ორგანიზატორები) მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილებზე, საანგარიშო კვარტალის პირველ სამუშაო დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს. 10. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 11. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიან საგადასახადო ანგარიშზე (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) - 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222, შემოსავლის სახაზინო კოდი: ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კაზინოებიდან (სამორინეებიდან) - 300373177; ბ) სათამაში ბიზნესის მოსაკრებელი სათამაშო აპარატებიდან - 300373178; გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროდან - 300373179; დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელ გათამაშებიდან - 300373180; ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ - ელექტონული ფორმის თამაშობიდან - 300373181; ვ) სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 300373188. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა ინსტრუქციის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.           დანართი №6 მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა  და გადახდის წესის შესახებ მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემისათვის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს. 2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას  და  ხორციელდება უსასყიდლოდ. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის ცნება მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, მშენებლობადასრულებული  შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა 1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით. 2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს. 3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან. მუხლი 4🔗. დაჩქარებული მომსახურება 1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს მერიის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა. 2. მერიის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მერიის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით. 3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მერია უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერია ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით. მუხლი 5🔗. მშენებლობის  სანებართვო პირობების შესრულების  დადასტურების  (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა 1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:  ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:  ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 200 ლარი;  ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 80 ლარი.  ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2- მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:  ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 300 ლარი;  ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 150 ლარი;  ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 100 ლარი.  გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:  გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 400 ლარი;  გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 200 ლარი;  გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 100 ლარი.  დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:  დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი;  დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი;  დ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 250 ლარი;  დ.დ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200 ლარი.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.  3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას. მუხლი 6🔗. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა 1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს: ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 150 ლარი; ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 80 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტში ცვლილებების შეტანის შემთხვევებზე. მუხლი 7🔗. ვადის გამოთვლა 1. მერიის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. მერია უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა. 4. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან. მუხლი 8🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები 1.  ამ  წესით  განსაზღვრული  დაჩქარებული  მომსახურებით  მოსარგებლე  პირები  ვალდებული  არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი. 2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. 5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიან საგადასახადო ანგარიშზე (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) – 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222, შემოსავლის სახაზინო კოდი: ა) მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვაზე მოსაკრებელი – 300373090. მუხლი 9🔗. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება 1.  თუ  მოსაკრებელი  გადახდილია  ამ  წესით  დადგენილ  განაკვეთზე  მეტი  ოდენობით,  მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის. 2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე; ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას; გ) მერიის შესაბამისმა სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე. 3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ  დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება  სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე. 4. თუ დაინტერესებული პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე. 5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის მერიის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება. 6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში.  მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი  თანხის  მისაღებად  გამოყოფილი  ანგარიშის  ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. 7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს მერიაში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან. 8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.