„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2023 წლის 4 ოქტომბერი ქ. თერჯოლა |
1. შევიდეს ცვლილება დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093, 239-ე მუხლის მე-14, მე-141, 27-ე, 66-ე და 67-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
3. შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და დანართის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 148-ე, 151-ე, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. დაემატოს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს 31 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური ს/კ 431945274.“.
5. დადგენილებით დამტკიცებულ დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება
1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771-772, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-14 და მე-16 ნაწილებით, 1254, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე, 1461, 148-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529, 1534, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში.
2. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივარს განიხილავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური, რომელიც განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“.
|