ადიგენის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-113. 113232771
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.137.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № -113.113232771

2023 წლის 4 ოქტმბერი

დაბა ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილების საფუძველზე:

1. დაბა ადიგენში, თამარ მეფის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის პირველი ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერს (ს.კ 61.05.21.035), სამედიცინო სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიენიჭოს აწგარდაცვლილი, დაბა ადიგენის მკვიდრის, პროფესორ დავით სუხიაშვილის სახელი.

2. განკარგულება მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ახალციხე, კ. მებაღიშვილის ქ. №62).

ადიგენის მუნიციპალიტეტის                                                                            შმაგი ბიძიშვილი

საკრებულოს თავმჯდომარე