საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-53. 53233614
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.165.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-53. 53233614

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და  მე-7 მუხლის საფუძველზე და  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის №40 ოქმით გაცემული თანხმობის  შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ პატარძეულში მდებარე მოედანს (სტადიონს) ეწოდოს „გიორგი ოდიკაძის სახელობის სტადიონი“ თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად.

2. განკარგულება საქართველოს მთავრობის 2015 წლის  1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, გადაეგზავნოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, გაეგზავნოს ასევე სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. (მისამართი: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ალექსი გილაშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2023.
როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ“?
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ“ მიღებულია 27.12.2023. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-53. 53233614. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.165.016003.
სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ“, №გ-53. 53233614, 27.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6050380/