გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №15 |
|
2024 წლის 19 აპრილი კასპი |
სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს დაერქვას ძველი სახელი – მეფისქალაქი.
2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2024.
- როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 19.04.2024. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.149.016006.
- სად არის „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №15, 19.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6161145/