კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №26 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.149.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №26

2025 წლის 4 აგვისტო

 ქალაქი კასპი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული კასპის მუნიციპალიტეტის მერის წინადადება, რომლის თანახმად განიხილება საკითხი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატის სასაფლაოსკენ მიმავალ გზას - მე-3 ქუჩას მიენიჭოს „წინაპართა ქუჩის“ სახელი, ვინაიდან აღნიშნული გზა არის ერთადერთი მისასვლელი სოფლის სასაფლაომდე, რომელიც სიძველით მე-19 საუკუნით თარიღდება.

სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის N 46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:

1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატის სასაფლაოსკენ მიმავალ გზას - მე-3 ქუჩას მიენიჭოს „წინაპართა ქუჩის“ სახელწოდება.

2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                       შოთა ბეგლარაშვილი