გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №181

2024 წლის 8 ნოემბერი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საკრებულოს წევრის მამუკა ბაზანდარშვილის ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №245 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვრის, პატარა გორიჯვრის, რიეთის, კოშკების, დიდი გარეჯვრის და პატარა გარეჯვარის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებული №2 დანართში, სოფელ დიდ გარეჯვარში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №9 ქუჩას და I, II , III და IV ჩიხს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს 1992 წელს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირის ზაზა მუნჯიშვილის სახელი.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №245 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვრის, პატარა გორიჯვრის, რიეთის, კოშკების, დიდი გარეჯვრის და პატარა გარეჯვრის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებულ №2 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №9 ქუჩას და I, II, III და IV ჩიხს გადაერქვას ძველი სახელწოდება და №9 ქუჩას ეწოდოს ზაზა მუნჯიშვილის ქუჩა, ხოლო I, II , III და IV ჩიხს ეწოდოს ზაზა მუნჯიშვილის ქუჩის I, II , III და IV ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                        დავით რაზმაძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.11.2024.
როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
„გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ მიღებულია 08.11.2024. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №181. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016055.
სად არის „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“, №181, 08.11.2024, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6306617/