მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2023
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №25121
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016718
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 17.06.2020
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ბრძანებები (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „(ძალადაკარგულია - 10.10.2023, №25121)"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების და დაშვებასთან დაკავშირებული დავების განხილვის დებულების დამტკიცების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის
ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №25121
2023 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №2), ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, „დრაფტ სურვეი (Draught/Draft survey)“ ნიშნავს მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის განსაზღვრის მეთოდს , მცურავი საშუალების წყალშიგის (ჯდომის) გაზომვის გამოყენებით.
2. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას, დასაშვები ცდომილების ნორმად დადგენილ იქნეს +/- 1%.
შენიშვნა: თუ სახეზეა ერთი ან რამდენიმე კონტრაქტით განსაზღვრული საქონლის ეტაპობრივი გატანა საზღვაო ტრანსპორტით (გემით), აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმა +/-1% გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასატანი საქონლის მთლიანი მოცულობის მიმართ.
3. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ აისახება სურვეირული მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტში.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 ივნისის №15955 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა