მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.06.2020 ძალადაკარგული 10.10.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15955
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15955 

2020 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“  მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, „დრაფტ სურვეი (Draught/Draft survey)“ ნიშნავს მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის განსაზღვრის მეთოდს, მცურავი საშუალების წყალშიგის (ჯდომის) გაზომვის გამოყენებით.

2. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას, დასაშვები ცდომილების ნორმად დადგენილ იქნეს +/- 1%.

3. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ აისახება სურვეირული მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტში.  

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2020 წლის 19 მაისის № 3 სხდომის ოქმი (რეგისტრაციის № 54625-21-15 11.06.2020წ).

სამსახურის უფროსი         ლევან კაკავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.10.2023.
როდის იქნა მიღებული „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“?
„მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.06.2020. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №15955. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016570.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.10.2023-დან.
სად არის „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“, №15955, 17.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016570 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4898681/