მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №25121 |
|
2023 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №2), ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, „დრაფტ სურვეი (Draught/Draft survey)“ ნიშნავს მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის განსაზღვრის მეთოდს , მცურავი საშუალების წყალშიგის (ჯდომის) გაზომვის გამოყენებით.
2. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის (გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა) ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას, დასაშვები ცდომილების ნორმად დადგენილ იქნეს +/- 1%.
შენიშვნა: თუ სახეზეა ერთი ან რამდენიმე კონტრაქტით განსაზღვრული საქონლის ეტაპობრივი გატანა საზღვაო ტრანსპორტით (გემით), აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმა +/-1% გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასატანი საქონლის მთლიანი მოცულობის მიმართ.
3. მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ აისახება სურვეირული მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტში.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 ივნისის №15955 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“?
- „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.10.2023. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №25121. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016718.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „მცურავ საშუალებაზე დატვირთული ან მცურავი საშუალებიდან გადმოტვირთული საქონლის ოდენობის „დრაფტ სურვეის (Draught/Draft survey)“ მეთოდით განსაზღვრისას დასაშვები ცდომილების ნორმის დამტკიცების შესახებ“, №25121, 10.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016718 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5940169/