„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2016 წლის N59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
310050020.54.066.016358
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №278

2024 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2016 წლის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2016 წლის №59 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 10/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310050020.54.066.016097) დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია მის მიერ ექსპლუატირებად აეროდრომზე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს განათება და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ამ წესის შესაბამისად.

2. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ განახორციელოს ბაქნის განათების შემოწმება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული მეთოდიკის შესაბამისად და უზრუნველყოს შემოწმების შედეგების სააგენტოში წარდგენა ამ წესის №2 დანართით დადგენილი ფორმის მიხედვით ყოველი მე-5 წლის 30 ოქტომბრამდე.

3. ბაქანზე, ან მის ნებისმიერ ადგილას განათების საშუალებ(ებ)ის ადგილმდებარეობის ან/და მისი სიმაღლის ცვლილებისას, ასევე, სანათების სხვა ტიპის ან/და სიმძლავრის სანათებით შეცვლის შემთხვევაში ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს შესაბამისი არ(ებ)ის განათების  ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის  შემოწმება და შედეგების სააგენტოში წარმოდგენა ამ წესის №2 დანართით დადგენილი ფორმის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად აეროდრომის ექსპლუატანტმა ბაქნის განათების შემოწმება უნდა განახორციელოს სსიპ – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმების ნიშნის ან/და დამოწმების მოწმობის მქონე ხელსაწყოთი, ხელსაწყოს მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ჩრდილების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, განათების საშუალებების განთავსება და მიმართულება უნდა შეირჩეს ისე, რომ საჰაერო ხომალდის სადგომის ღერძის ხაზი განათებული იყოს, სულ მცირე, ორი მიმართულებიდან.

შენიშვნა: საჰაერო ხომალდის სადგომთან განათების საშუალებების განთავსების ნიმუშები მოცემულია ამ წესის №3 დანართში.

4. განათების საშუალებები არ უნდა კვეთდნენ  ,,აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამატკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით განსაზღვრულ აეროდრომის დაცვის არეს.“.

3. წესის №1, №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი
📎 დანართები (3)
278-1.docx

დანართი №1

განათების შემოწმების მეთოდიკა

აეროდრომის ექსპლუატანტმა განათების შემოწმება უნდა მოახდინოს 3-5 მეტრის ბიჯით როგორც ჰორიზონტალურ (საფარის დონეზე), ასევე ვერტიკალურ (2 მ-ის სიმაღლეზე) სიბრტყეში.

შემოწმების დაწყების წინ ხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ითვალისწინებს შემოწმებას დაქვემდებარებული არეს ბადისებრ მონიშვნას 3-5 მ-იანი ბიჯით (მაგალითი იხ. სურათი 1) და ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმების მომზადებას.

ჰორიზონტალურ სიბრტყეში შემოწმებისას ხელსაწყოს მზომი ელემენტი იდება ხელოვნური საფარის ზედაპირზე, წინასწარ მონიშნულ წერტილზე ისე, რომ სინათლის სენსორი მიმართული იყოს ზევით (იხ. სურათი 2), იღება მონაცემები და ჩაიწერება დანართი №2-ის ცხრილი 1-ით გათვალისწინებულ ფორმაში.

ვერტიკალურ სიბრტყეში შემოწმებისას ხელსაწყოს მზომი ელემენტი თავსდება ხელოვნური საფარის ზედაპირიდან 2 მ-ის სიმაღლეზე ისევე, როგორც ჰორიზონტალურ სიბრტყეში გაზომვისას (იხ. სურათი 3), იღება მონაცემები და ჩაიწერება დანართი №2-ის ცხრილი 1-ით გათვალისწინებულ ფორმაში.

გაზომვის შემდეგ:

ა) ჰორიზონტალურ სიბრტყეში:

• საშუალო მაჩვენებლის დასაანგარიშებლად – მიღებული მონაცემები უნდა შეიკრიბოს და გაიყოს გაზომილი წერტილების რაოდენობაზე;

• ერთგვაროვნების კოეფიციენტის დასაანგარიშებლად – მიღებული საშუალო მაჩვენებელი გაყოფილ უნდა იქნეს შემოწმების შედეგად მიღებულ მინიმალურ მაჩვენებელზე.

ბ) ვერტიკალურ სიბრტყეში:

• საშუალო მაჩვენებელის დასაანგარიშებლად – მიღებული მონაცემები უნდა შეიკრიბოს და გაიყოს გაზომილი წერტილების რაოდენობაზე.

შენიშვნა: ჰორიზონტალურ სიბრტყეში განათებისთვისსაშუალო მაჩვენებელის დაანგარიშების შემდეგ, ერთგვაროვნების კოეფიციენტის განსაზღვრის წინ, საშუალო და მინიმალურ მაჩვენებლებს უნდა გამოაკლდეს მზომი ხელსაწყოს ცდომილება, ხოლო ვერტიკალურ სიბრტყეში განათებისთვისსაშუალო მაჩვენებელის დაანგარიშების შემდეგ, შედეგს უნდა გამოაკლდეს მზომი ხელსაწყოს ცდომილება და ამ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს განათების დონე.

გასაზომი არეს მონიშვნის ნიმუში 3-5-მეტრიანი ბიჯით

სურათი 1

გაზომვის დროს ლუქსმეტრის სენსორის განთავსების პოზიცია

surati 2surati 1


სურათი 2 სურათი 3

278-2.docx

დანართი №2

შემოწმების შედეგების შეკრებისა და სააგენტოში წარსადგენი ფორმა

(აეროდრომის დასახელება ) (შემოწმების თარიღი)
(შესამოწმებელი არე ან/და სადგომის ნომერი )
(ხელსაწყოს მარკა/მოდელი, დამოწმების თარიღი)
ჰორიზონტალური სიბრტყე (ლუქსი) ვერტიკალური სიბრტყე (ლუქსი)
1 1
2 2
3 3
4 4
5 5
6 6
7 7
8 8
9 9
... ...
ჯამი ჯამი
ცდომილება % ცდომილება %

საშუალო ლუქსი

(ცდომილების გათვალისწინებით)

საშუალო ლუქსი

(ცდომილების გათვალისწინებით)

ფარდობა 4:1
(გაზომვის ჩამტარებელი პირების ხელოწერა) სახელი, გვარი
სახელი, გვარი
278-3.docx

დანართი №3

საჰაერო ხომალდის სადგომთან განათების საშუალებების განთავსების მაგალითები

one stand

სურათი 4. გამჭოლი ტიპის სადგომი

ჩიხური one stand

სურათი 5. ჩიხური ტიპის სადგომი

კომბინირებული გამჭოლი

სურათი 6. გამჭოლი ტიპის კომბინირებული სადგომი

კომბინირებული ჩიხური

სურათი 7. ჩიხური ტიპის კომბინირებული სადგომი