,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე “ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის N26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№167
სარეგისტრაციო კოდი
310050020.54.066.016141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №167

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2017, 310050020.54.066.016108) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-5 მუხლის:

ა) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-20 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვის გაცემა ხორციელდება მძღოლის შესაბამისი კლასის მართვის მოწმობის საფუძველზე.”;

გ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,201 “,  ,,202’’ და ,,203“  პუნქტები:

,,201. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში უნდა გადაადგილდეს გამცილებლის თანხლებით.

202. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაცილებას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების  პერსონალი ან  დაინტერესებული საწარმოს/ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის მოწმობას და  "საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანების  შესაბამისად გაცემულ  მოწმობას.

203. ერთჯერადი საშვის მქონე  ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საშვის მოქმედების ვადის ამოწურვის  ან სამუშაოს დასრულებისთანავე, საშვი დაუბრუნოს საშვის გამცემს.’’;

დ) 26-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 28-ე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,28.  ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივ საშვზე აღინიშნება  შემდეგი ინფორმაცია:  

ა)  საშვის მოქმედების ვადა;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მარკა/მოდელი;

გ)  საშვის გამცემის ლოგო;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დამსაქმებელი, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი იურიდიული პირის, ან სახელმწიფო უწყების დასახელება;

ე)  საშვის გამცემი პირის ხელმოწერა; 

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი;

შენიშვნა 1:  ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთზე მეტი მძღოლის მიერ მართვის  შემთხვევაში, სახელი და გვარი დაიტანება საშვის მეორე გვერდზე/მხარეს.

შენიშვნა 2:  ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიშვება აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების იმ ზონებში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ გაცემული მართვის მოწმობით არის   განსაზღვრული.”;

ვ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,29. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მძღოლის გარდა იმყოფება სხვა პირი, მას  უნდა გააჩნდეს აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვი და უნდა გაიაროს დაშვების  კონტროლი.’’;

ზ) 33-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს თანამშრომლების  განცხადება პიროვნების მუდმივი საშვის გაცემის შესახებ (დანართი №7) წარედგინება სააგენტოს დირექტორს განსახილველად. განცხადებას უნდა დაერთოს საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.’’;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11 ’’ პუნქტი:

„11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორი მინისტრის მოადგილე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკისა და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლები პიროვნების მუდმივი საშვის მისაღებად სააგენტოში წარადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით შუამდგომლობას და განაცხადებას (დანართი №7).“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პიროვნების მუდმივი საშვი, სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვებით, გაიცემა  ამ მუხლით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ესაჭიროებათ სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვება. აღნიშნულ ზონებში დაშვება თანხმდება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან, რის შესახებაც აღინიშნება განცხადების შესაბამის გრაფაში.’’

3. წესის  №1, №6, №7 და №8  დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
📎 დანართები (4)
167-1.doc DOC

დანართი №1

გაყალბებისგან საშვების დამცავი კოდური სისტემა. პიროვნების მუდმივი საშვი

1. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონა პირობითად დაყოფილია შემდეგ შეზღუდულ ზონებად და საშვზე აღინიშნება შემდეგი ფერით და ლათინური დიდი ასოთი:

ა) Z – – წითელი ფერი – დაშვების ზონა – საჰაერო ხომალდი

ბ) E – – ლურჯი ფერი – დაშვების ზონა – საჰაერო ხომალდის სადგომი

გ) K – – მწვანე ფერი – დაშვების ზონა – მგზავრთა მომსახურების ობიექტები, სატვირთო

საწყობები/ტერმინალები, ფოსტის დახარისხების ადგილები, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების დახარისხების ადგილები.

დ) M – – ყვითელი ფერი – დაშვების ზონა – საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები

ე) B – – ყავისფერი – დაშვების ზონა – ბაქნის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია ქვეითთა

გადაადგილებისთვის

ვ) A – – შავი ფერი – დაშვების ზონა – საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების

ობიექტები (ანგარი), საბორტო მარაგის განთავსების ადგილები, სსმ-ის განთავსების ადგილები;

სასაზღვრო ზონა

საბაჟო ზონა

2. ფერებისა და ლათინური დიდი ასოების თანამიმდევრობა საშვზე უნდა იყოს დაცული მკაცრად. მაგალითად: საჰაერო ხომალდის სადგომზე, მგზავრთა მომსახურების ობიექტებზე და ბაქნის ნაწილზე, რომელიც განსაზღვრულია ქვეითთა გადაადგილებისთვის, დაშვება საშვზე აღინიშნება შემდეგნაირად:

EKB

E – ლურჯი ფერი – დაშვების ზონა – საჰაერო ხომალდის სადგომი

K – მწვანე ფერი – დაშვების ზონა – მგზავრთა მომსახურების ობიექტები

B – ყავისფერი – დაშვების ზონა – ბაქნის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია ქვეითთა გადაადგილებითვის.

3. საშვის ზედმეტი გადატვირთვის მიზნით შემოღებულია ფერების კომბინაციების ლათინური დიდი ასოითი აღნიშვნა:

საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები და ბაქნის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია ქვეითთა გადაადგილებითვის ამ შემთხვევაში ყვითელი და ყავისფერის კომბინაცია აღინიშნება ლათინური დიდი ასოთი „P“

P

საჰაერო ხომალდი და საჰაერო ხომალდის სადგომი, წითელი და ლურჯი ფერების კომბინაცია აღინიშნება ლათინური დიდი ასოთი „R“

R

საჰაერო ხომალდის სადგომი და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ობიექტები , ლურჯი და შავი ფერის კომბინაცია აღინიშნება ლათინური დიდი ასოთი ,,X“

X

4. საშვის გაყალბებისაგან ერთ-ერთი დამცავი ელემენტია ციფრთა/ასოთა კომბინაცია, რომელიც დამატებითი კონტროლის მიზნით მოიცავს ინფორმაციას, საშვის მფლობელის დამსაქმებლის შესახებ და საშვის გაცემის თარიღს:

ა) 00caa – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

ბ) 0ap – აეროდრომის ექსპლუატანტი;

გ) 2an – საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანო;

დ) 3af – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები;

ე) 4ac – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი;

ვ) 5dc – სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ დაშვება კონტროლირებად ზონაში;

ზ) 7wc – სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები;

თ) 9dip – დიპლომატიური კორპუსი.

5. ციფრული ნიშნის ბოლო ორი რიცხვი ნიშნავს, რომელ თვეშია გაცემული საშვი:

ა) 01 – იანვარი

ბ) 02 – თებერვალი

გ) 03 – მარტი

დ) 04 – აპრილი

ე) 05 – მაისი

ვ) 06 – ივნისი

ზ) 07 – ივლისი

თ) 08 – აგვისტო

ი) 09 – სექტემბერი

კ) 10 – ოქტომბერი

ლ) 11 – ნოემბერი

მ) 12 – დეკემბერი.

6. საშვის ნომერი დაფიქსირებულია საშვის „ჩიპის“ უკანა მხარეს, რომლის ქარხნული მეთოდით დამზადებას და შეძენას უზრუნველყოფს საშვის გამცემი. საშვზე მითითებული ნომერი და ,,ჩიპის“ ნომერი უნდა ემთხვეოდეს.

7. პიროვნების მუდმივი საშვის ნიმუში:

შენიშვნა: 1. ციფრებით და ლათინური ასოებით განსაზღვრული მონაცემები წარმოდგენილია თვალსაჩინოებისათვის.

2. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ეკიპაჟის წევრებისთვის, პიროვნების მუდმივ საშვზე დამატებით აღინიშნება ლათინური ასოებით სტატუსი „CREW“ და ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

-----------------------

ლოგო

საშვის გამცემი

სახელი, გვარი,

სამუშაო ადგილი, თანამდებობა

0აპ10

„ჩიპის“ ნომერი

39092

საშვის

იდენტიფიკაციური

ნომერი

39092

F

ფოტო

01611956 024 39092

39092

KBA023 39/10/2007

167-2.doc DOC

დანართი №6

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის

პიროვნების მუდმივი საშვის მიღებაზე/გაგრძელებაზე

ავიასაწარმო

(ქართულ და ინგლისურ ენებზე)

გთხოვთ, გასცეთ/გაუგრძელოთ პიროვნების მუდმივი საშვი

ბატონ/ქალბატონ

(სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე)

დასაქმების მიხედვით თანამდებობა:

(ქართულ და ინგლისურ ენებზე)

საშვის მიმღების ანკეტური მონაცემები:

არასწორი ან არასრული ანკეტური მონაცემების მითითება შეიძლება გახდეს საშვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

1) დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი: 2) მოქალაქეობა:

(ქვეყანა)

3) საცხოვრებელი მისამართი (ფაქტობრივი) :

რეგისტრაციის ადგილი

4) პირადობის ან ბინადრობის (უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის) მოწმობის # პირადი#

(ვის მიერ არის გაცემული, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა)

5) სამუშაო საქმიანობა, რომელსაც ასრულებდით ბოლო 5 წლის განმავლობაში (სწავლის, სამხედრო სამსახურის, შეთავსებითი სამუშაოს ჩათვლით):

6) იყავით თუ არა მოცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როდის და რისთვის:

7) იყავით თუ არა დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით ნარკოტიკული სამართალდარღვევისათვის და/ან იმყოფებოდით თუ არა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე:

8) საკონტაქტო ტელეფონები:

(მობილური) (სახლის) (სამსახურებრივი)

ანკეტურ მონაცემებს ვადასტურებ. თანახმა ვარ შემოწმების მიზნით გადაეგზავნოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

განმცხადებელი:

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი) (თარიღი)

9) ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). _________________________

ანკეტური მონაცემები შემოწმებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, საქართველოს მთავრობის 2016 წ. 2 ივნისის #241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის პროგრამის” მოთხოვნათა შესაბამისად.

დადასტურდა ; არ დადასტურდა ; ; წერილი # __________________ თარიღი „_________ „ ____________“ 20 _____ წ.

10) საშვის პირველადი გაცემა; საშვის მოქმედების ვადის გაგრძელება

შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების მოთხოვნათა დასაბუთება:

ავიასაწარმოს ხელმძღვანელი იღებს პასუხისმგებლობას და იძლევა გარანტიას, რომ:

1. საშვის მფლობელი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ავიასაწარმოს მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება საშვის გამცემს. ამავდროულად ავიასაწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომელს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა საშვი და მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა) უბრუნდება საშვის გამცემს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საშვის მფლობელი, გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე ან განხორციელდა ცვლილება მის შრომით საქმიანობაში და იგი არ საჭიროებს დაშვებას კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში (ზონებში), აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საშვის გამცემს, ხოლო მასზე გაცემული საშვი ექვემდებარება დაბრუნებას საშვის გამცემისთვის.

3. საშვის დაკარგვის ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საშვის გამცემს.

ავიასაწარმოს ხელმძღვანელი:

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი) (თარიღი)

ბ.ა

შეთანხმებულია:

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო (თბილისის აეროპორტი)

დაშვება შეთანხმებულია:

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

ბ. ა.

„ 201 წ.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი“

დაშვება შეთანხმებულია: (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

ბ.ა.

“ “ 201 წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

(ხელმოწერა)

“ “ 20 წ.

გავეცანი ვალდებულებებს და პასუხისმგებელი ვარ ინსტრუქტაჟის მოთხოვნათა შესრულებაზე.

საშვი # დაშვების ზონა/მოქმედების ვადა

მივიღე

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი) (თარიღი)

საშვი და „საშვის მფლობელის სამახსოვრო“ გადასცა

(

სახელი, გვარი) (თანამდებობა) (თარიღი)

-----------------------

საჰაერო ხომალდი

საჰაერო ხომალდის სადგომი

გაფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა

მოფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა

ბარგის გაცემის ზონა/საბაჟო კონტროლის ზონა

ბარგის შემოწმების/დახარისხების ზონა

საინჟინრო ტექნიკური ობიექტები

საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები

ბაქნის ნაწილი, განსაზღვრული- ქვეითთა გადაადგილებისთვის

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები

გაფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა

საჰაერო ხომალდი

მოფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა

საჰაერო ხომალდის სადგომი

ბარგის გაცემის ზონა/საბაჟო კონტროლის ზონა

საჰაერო ხომალდი

ბარგის შემოწმების/დახარისხების ზონა

სტერილური ზონა

საჰაერო ხომალდის სადგომი

გაფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა

საინჟინრო ტექნიკური ობიექტები

საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები

მოფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა

ბაქნის ნაწილი, განსაზღვრული- ქვეითთა გადაადგილებისთვის

ბარგის გაცემის ზონა/საბაჟო კონტროლის ზონა

სამოქალაქო ავიაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები

167-3.doc DOC

დანართი №7

განცხადების №______ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს

_______________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორი მინისტრის მოადგილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლების

პიროვნების მუდმივი საშვის მიღებაზე/გაგრძელებაზე

გთხოვთ, მომცეთ/გამიგრძელოთ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების მუდმივი საშვი

ბატონ/ქალბატონ

(სახელი, გვარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე)

დასაქმების მიხედვით, თანამდებობა:

(ქართულ და ინგლისურ ენებზე)

საშვის მიმღების ანკეტური მონაცემები:

არასწორი ან არასრული ანკეტური მონაცემების მითითება შესაძლოა გახდეს საშვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

1) დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი: 2) მოქალაქეობა:

(ქვეყანა)

3) საცხოვრებელი მისამართი (ფაქტობრივი):

რეგისტრაციის ადგილი

4) პირადობის ან ბინადრობის (უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის) მოწმობის № _________________ პირადი №

(ვის მიერ არის გაცემული, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა)

5) სამუშაო საქმიანობა, რომელსაც ასრულებდით ბოლო 5 წლის განმავლობაში (სწავლის, სამხედრო სამსახურის, შეთავსებითი სამუშაოს ჩათვლით): ______________________________________________________________________________________________

6) იყავით თუ არა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როდის და რისთვის:

7) იყავით თუ არა დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით ნარკოტიკული სამართალდარღვევისთვის და/ან იმყოფებოდით თუ არა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე: _________________________________________________________

8) საკონტაქტო ტელეფონები:

(მობილური) (სახლის) (სამსახურებრივი)

ანკეტურ მონაცემებს ვადასტურებ. თანახმა ვარ შემოწმების მიზნით გადაეგზავნოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

განმცხადებელი:

(ხელმოწერა) (სახელი , გვარი) (თარიღი)

ანკეტური მონაცემები შემოწმებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, საქართველოს მთავრობის 2016 წ-ის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული “მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის პროგრამის” მოთხოვნათა შესაბამისად.

დადასტურდა არ დადასტურდა წერილი № _ _ _ _ _ _ _ თარიღი: “__ _ _ “ “_ _ _ _ _ “ 20 _ _ წ.

9) საშვის პირველადი გაცემა; საშვის მოქმედების ვადის გაგრძელება

შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების ზონების მოთხოვნათა დასაბუთება:

სააგენტოს/სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი იღებს პასუხისმგებლობას და იძლევა გარანტიას, რომ:

1. საშვის მფლობელი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება საშვის გამცემს. ამავდროულად, სააგენტოს/სახელმწიფო უწყების უფლებამოსილი პირის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომელს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა საშვი და მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა) უბრუნდება საშვის გამცემს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საშვის მფლობელი გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე ან განხორციელდა ცვლილებები მის შრომით საქმიანობაში და იგი არ საჭიროებს დაშვებას კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში (ზონებში), აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საშვის გამცემს, ხოლო მასზე გაცემული საშვი ექვემდებარება დაბრუნებას საშვის გამცემისთვის.

3. საშვის დაკარგვის ფაქტი დაუყონებლივ ეცნობება საშვის გამცემს.

დეპარტამენტის უფროსი: 201 წ.

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი) (თარიღი)

შეთანხმებულია:

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო (თბილისის აეროპორტი)

დაშვება შეთანხმებულია:

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი) (თარიღი)

ბ. ა.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი “თბილისის აეროპორტი”

დაშვება შეთანხმებულია:

(ხელმოწერა) (სახელი , გვარი) (თარიღი)

ბ. ა.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

(ხელმოწერა)

________ ________________ 201 წ. ბ.ა.

გავეცანი ვალდებულებებს და პასუხისმგებელი ვარ ინსტრუქტაჟის მოთხოვნათა შესრულებაზე.

საშვი № გაც.ზონა/მოქ.ვადა ___________ __________ მივიღე ___________ _______________ _________

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი) (თარიღი)

საშვი და „საშვის მფლობელის სამახსოვრო“

გადასცა საავიაციო უშიშროების სპეციალისტი _________________ _______________________________ ___________

(ხელმოწერა) (სახელი , გვარი) (თარიღი)

-----------------------

საჰაერო ხომალდი

საჰაერო ხომალდის სადგომი

გაფრენის დარბაზი /სასაზღვრო კონტროლის ზონა

მოფრენის დარბაზი /სასაზღვრო კონტროლის ზონა

ბარგის გაცემის ზონა /საბაჟო კონტროლის ზონა

ბარგის შემოწმების/დახარისხების ზონა

საინჟინრო ტექნიკური ობიექტები

საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები

ბაქნის ნაწილი, განსაზღვრული- ქვეითთა გადაადგილებისთვის

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები

გაფრენის დარბაზი /სასაზღვრო კონტროლის ზონა

საჰაერო ხომალდი

მოფრენის დარბაზი /სასაზღვრო კონტროლის ზონა

საჰაერო ხომალდის სადგომი

ბარგის გაცემის ზონა /საბაჟო კონტროლის ზონა

საჰაერო ხომალდი

ბარგის შემოწმების/დახარისხების ზონა

საინჟინრო ტექნიკური ობიექტები

საჰაერო ხომალდის სადგომი

საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები

გაფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა

ბაქნის ნაწილი, განსაზღვრული- ქვეითთა გადაადგილებისთვის

მოფრენის დარბაზი/სასაზღვრო კონტროლის ზონა/

ბარგის გაცემის ზონა/საბაჟო კონტროლის ზონა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები

167-4.doc DOC

დანართი №8

|განცხადება |

|სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს |

|ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვების მიღებაზე |

| | |

|გთხოვთ გასცეთ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი მუდმივი საშვი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. |

| | | | |

|მარკა | |მოდელი | |

|სახელმწიფო ნომერი | |მფლობელი | |

|საჭიროებიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვება მოხდეს შემდეგ ზონებში: |

|საჰაერო ხომალდის სადგომი |ბაქნის ნაწილი, განსაზღვრული- სატრანსპორტო|საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს |შენიშვნა |

| |საშუალების გადაადგილებისთვის |ობიექტები | |

| | | | |

| |

|ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას განახორციელებენ შემდეგი მძღოლები: |

| | | |მართვის მოწმობის ნომერი |აეროდრომის ტერიტორიაზე |მძღოლის ხელმოწერა* |

|N |სახელი, გვარი |პირადი ნომერი | |სატრანსპორტო საშუალების | |

| | | | |ექსპლუატაციის მოწმობის ნომერი | |

| |

| |

|სააგენტოს შესაბამისი |

|დეპარტამენტის უფროსი: _________________________ ___________________ ________________________ |

|(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) |

|(თარიღი) |

| |

| | | | | |

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი:

_________________________ ___________________ ________________________

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) (თარიღი)