„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №2 |
|
2024 წლის 21 აგვისტო ქ. ბათუმი |
1) შესავალი ნაწილის მე-2 აბზაცი ამოღებულ იქნეს;
2) შესავალი ნაწილის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მხარდამჭერთა სიები უსკოში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლის, ისე პარტიის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.
მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი პარტიის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც, უსკოს შესაბამისი, დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:“:
3) 1.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.: 21.03.2016), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოს შესაბამის დეპარტამენტში.“.
4) 1.8. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.8. უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში (ამომჩეველთა ერთიან სიაში).“.
5) 1.9. პუნქტი ამოღებულ იქნეს;
6) 1.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.11. „ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი), საქართველოს მოქალაქის პირადობის 11-ნიშნა ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი მაგ.: 25.08.2000), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.“.
7) მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე.
4. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და მას ხარვეზის შესავსებად 3 (სამი) დღის ვადა ეძლევა. უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის პარტიის წარმომადგენელს ასევე გადასცემს ახალ ბლანკს.
6. თუ შემოწმების შემდეგ, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი ამზადებს დასკვნას პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – დასკვნას კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.“.
|