„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №6/2019 |
|
2019 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 21/03/2014, 010240000.15.008.016128) დამტკიცებულ მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. შესავალი ნაწილის მეორე და მესამე აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მხარდამჭერთა სიები ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით. მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. თუ ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე. თუ ხელმოწერების რაოდენობა აკმაყოფილებს დადგენილ მინიმალურ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:”. 2. პირველი მუხლის: ა) 1.7. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.7. ბლანკის მე-6 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.”; ბ) 1.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.11. „პასუხისმგებელი პირი”, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.”. 3. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტი/საოლქო საარჩევნო კომისია ამზადებს დასკვნას პარტიის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე. 4. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და 2 დღე ეძლევა ხარვეზის შესავსებად.”. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ შემოწმების შემდეგ, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტი/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ამზადებს დასკვნას პარტიის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – დასკვნას კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 18.02.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №6/2019. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016438.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №6/2019, 18.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016438 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4484448/