„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/2024
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016717
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2024

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010240000.15.008.016128) დამტკიცებულ მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.”;

ბ) 1.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით, მაგ.,10.09.2014).“;

გ) 1.91. პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 1.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.11. „პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი 11-ნიშნა ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი, მაგ.:10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა. მას ასევე გადაეცემა ახალი ბლანკი, რომელიც ყოველი პარტიისთვის/კანდიდატისთვის სხვადასხვაა და რომელზედაც აღნიშნულია ახალი განმასხვავებელი ნიშანი. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ასევე ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2024.
როდის იქნა მიღებული „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 18.03.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №3/2024. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016717.
რამდენი მუხლისგან შედგება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №3/2024, 18.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016717 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6132948/