„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7/2020
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2020

2020 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010240000.15.008.016128) დამტკიცებულ მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1) 1.6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2) 1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.7. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.”.

3) 1.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.8. ბლანკის მე-6 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.”.

4) 1.9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.91 პუნქტი:

„1.91. ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებისას, მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული მონაცემების გარდა,  დამატებით გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში:

ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი;

დ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი.

5) 1.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.11. „პასუხისმგებელი პირი”, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.”.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე შევსებულ ბლანკზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების შემოწმება განხორციელდეს შევსების დროს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოქმედი ნორმების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩევლის მისამართის მიუთითებლობა/არასრულად მითითება არ გამოიწვევს მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერის გაბათილებას, ხოლო ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის მისამართის/პირადი ნომრის მიუთითებლობა/არასრულად მითითება არ გამოიწვევს ამგვარ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერის გაბათილებას.
მუხლი 3
პარტიას უფლება აქვს მხარდამჭერთა სიის ნიმუშის დამტკიცების შესახებ განკარგულების ამოქმედებისთანავე მიმართოს ცესკოს და დარჩენილი ხელმოწერები წარადგინოს ახალი ნიმუშის შესაბამისად.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2020.
როდის იქნა მიღებული „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 07.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №7/2020. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016479.
რამდენი მუხლისგან შედგება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №7/2020, 07.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016479 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4917702/