„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010220020.34.059.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4

2020 წლის 18 აგვისტო

ქ. ბათუმი 

 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 04/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016056) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1)  შესავალი ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიას, რომელსაც არ გააჩნია რეგისტრაცია ცესკოში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უსკოს უნდა წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერა.“.  

2) 1.5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3) 1.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.: 21.03.2016), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

4) 1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.7. ბლანკის მე-6 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.“.

5) 1.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.11. ბლანკზე „ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი), პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის მდივანისოფიო კახაძე
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.08.2020.
როდის იქნა მიღებული „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.08.2020. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016059.
რამდენი მუხლისგან შედგება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.08.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №4, 18.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4966563/