„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №10/2022 |
|
2022 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010240000.15.008.016128) დამტკიცებულ მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და 1.9. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.9. ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში, გარდა ამავე მუხლის 1.91 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელის მიერ მიმდევრობით მოწმდება იმდენი ხელმოწერა, რამდენიც საჭიროა დადგენილ რაოდენობამდე მისაღწევად”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|