მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-35. 3523284001 |
|
2023 წლის 11 ოქტომბერი ქ. მცხეთა |
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს – (უსახელო ქუჩები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთის დამისამართების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №219 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №441 განკარგულება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი