„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის Nს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-77
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება №ს-77

2023 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის №ს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის №ს-22 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას  სანაპირო №1).

სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                                          ირაკლი გაბრიაძე

დანართი  

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

№  

განსახორციელებელი ეტაპების  

(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი  

ღონისძიებების /აქტივობების  განხორციელების ვადები  

1  

ბიზნესიდეების მიღება

3.04.2023-27.04.2023

2  

ბიზნესიდეების განხილვა

3.04.2023-14.05.2023

3  

ბიზნესიდეების ეტაპის გამარჯვებულის გამოვლენა

14.05.2023-19.05.2023

4  

პოტენციურ ბენეფიციარებთან სამეწარმეო ტრენინგი

19.05.2023-12.06.2023

5  

ბიზნესგეგმის მიღება

19.05.2023-23.06.2023

6  

ბიზნესგეგმის განხილვა

19.05.2023-29.06.2023

დაფინანსებამდე მონიტორინგი/ინსპექტირება

19.05.2023-18.07.2023

8  

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან

19.05.2023-31.07.2023

9  

გამარჯვებულების გამოვლენა

31.07.2023-09.08.2023

10

ბიზნესგეგმების გასაჩივრება

09.08.2023-11.08.2023

11  

საჩივრების განხილვა

09.08.2023-30.08.2023

12  

ხელშეკრულებების გაფორმება

09.08.2023-30.08.2023[1]

13  

ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვა

09.08.2023-31.10.2023

14

თანამონაწილეობის მონიტორინგი №1

09.08.2023-17.11.2023

15  

გრანტის თანხის გადარიცხვა

09.08.2023-01.12.2023

16   

ბენეფიციარების მიერ გრანტის ხარჯვა

09.08.2023-13.01.2024

17  

გრანტის თანხის ხარჯვის მონიტორინგი №2

09.08.2023-20.01.2024

18

დამატებითი ტრენინგი

09.08.2023-06.12.2023

19

შემაჯამებელი მონიტორინგი №3

26.02.2024-07.07.2024

20

დამატებითი მონიტორინგი

19.05.2023-13.07.2024

 


[1] ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპის ბოლო ვადა არის 2023 წლის 13 სექტემბერი, მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების შემდგომ გადავლენ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.