ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31-74
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 929 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2014 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 25.11.2022 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 13.06.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 29.12.2015 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31-74 2023 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესი მუხლი 1🔗.  რეგულირების სფერო ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევის წესს, მასზე დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებსა და გადახდის წესსა და პირობებს. 2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით და მისი განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას, ხორციელდება უსასყიდლოდ. მუხლი 2🔗.  საფასურის ცნება საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისთვის ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი. მუხლი 3🔗.  საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა 1. საფასური წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება ამ წესით.  2. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის: გადასახადებს).  3. საჯარო დაწესებულებები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია ფიზიკური, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციების გათავისუფლება ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან. მუხლი 4🔗.  დაჩქარებული მომსახურება 1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს ქმედებას, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა. 2. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.  4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების ვადაზე მეტი, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით. მუხლი 5🔗. დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადები და საფასურის განაკვეთები 1. განაშენიანების რეგულირების გეგმის საპროექტო არეალის განსაზღვრა: ა) 5 დღეში – 1000 ლარი; ბ) 10 დღეში – 500 ლარი; გ) ერთ თვეში – უფასო.  2. მიწის ნაკვეთის გამიჯვნაზე, გაერთიანებაზე ან სერვიტუტის დადგენაზე გადაწყვეტილების მიღება: ა) 3 დღეში – 300 ლარი; ბ) 10 დღეში – 150 ლარი; გ) ერთ თვეში – უფასო. 3. საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი სქემის მომზადება ან/და შეთანხმება: ა) 3 დღეში – 1000 ლარი; ბ) 10 დღეში – 500 ლარი; გ) ერთ თვეში – უფასო. 4. საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის მომზადება ან/და შეთანხმება: ა) 12 საათამდე დროით: ა.ა) ერთ დღეში – 300 ლარი; ა.ბ) 5 დღეში – 150 ლარი; ა.გ) 10 დღეში – 100 ლარი; ა.დ) ერთ თვეში – უფასო; ბ) ერთი კვირით (7 კალენდარული დღით): ბ.ა) ერთ დღეში – 500 ლარი; ბ.ბ) 5 დღეში – 300 ლარი; ბ.გ) 10 დღეში – 150 ლარი; ბ.დ) ერთ თვეში – უფასო. გ) ერთ თვით: გ.ა) ერთ დღეში – 700 ლარი; გ.ბ) 5 დღეში – 500 ლარი; გ.გ) 10 დღეში – 300 ლარი; გ.დ) ერთ თვეში – უფასო. 5. თუ დაინტერესებული პირი სააგენტოს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ. მუხლი 6🔗. დაჩქარებული მომსახურების ვადის გამოთვლა 1. ამ წესით დადგენილ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. აღნიშნული არ ვრცელდება უქმე ან დასვენების დღეს რეგისტრირებულ განცხადებებზე, რომელთა რეგისტრაციის თარიღად ითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 3. სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს წარმოების დაწყებიდან გასული ვადა. მუხლი 7🔗. საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. სააგენტოს დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ წესით დაწესებული საფასური, გარდა ამ წესის მე–3 მუხლის მე–3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. მუხლი 8🔗. დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება 1. თუ დაჩქარებული მომსახურების გაწევის საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის. 2. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი დაჩქარებული მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე; გ) სააგენტომ დაჩქარებული მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში. 3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება. 4. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.