,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2023 წლის 20 ოქტომბერი სოფ. წეროვანი |
|
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი
1. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის წახალისების წესსა და პირობებს .
1.წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს;
ბ) დაფინანსება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი);
გ) წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) ქვეპროგრამა – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამა (კოდი 0403).
1. აღნიშნული წესი ითვალისწინებს იმ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს.
2. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო , ისე კერძო სკოლის მოწავლეები.
1. ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია);
დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი;
ე) ოქროს მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;
ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით.
1. დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადების განხილვა ხდება გამგეობის განათლების,კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ, რომელიც დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წახალისების მიზანშეწონილობის თაობაზე და დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
2. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების წესთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის შემთხვევაში განმცხადებელს პასუხი ეგზავნება წერილობით.
დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამით (კოდი 0403), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვით.