ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2023 წლის 26 სექტემბერი სოფ. წეროვანი |
|
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის წახალისების წესსა და პირობებს.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლმაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატი.
ბ) დაფინანსება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი).
გ) წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
1. აღნიშნული წესი ითვალისწინებს იმ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლ(ეებ)ის ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომელმაც აიღო სრული ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატი.
2. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოწავლეები.
1. ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულმა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატის ასლი;
ე) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული კანონით დადგენილი წესით.
2. იმ შემთხვევაში, თუ წასახალისებელი პირი არასრულწლოვანია, განმცხადებელი/მშობელი/ან კანონიერი წარმომადგენელი/გამგეობაში თავის სახელზე დამატებით წარმოადგენს პირადობის მოწმობის ასლს, წასახალისებელი პირის დაბადების მოწმობის ასლს, მშობლის ან წარმომადგენლის საბანკო ანგარიშს.
1. დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადების განხილვა ხდება გამგეობის განათლების,კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წახალისების მიზანშეწონილობის თაობაზე და დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
2. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების წესთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის შემთხვევაში განმცხადებელს პასუხი ეგზავნება წერილობით.
1. დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან წარმომადგენლის/ მშობლის ანგარიშზე ჩარიცხვით.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართიზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის წახალისების წესსა და პირობებს.