„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2025 წლის 10 მარტი სოფ. წეროვანი |
|
1. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულის წახალისების წესსა და პირობებს.
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს;
ბ) ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9, 8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალს და შესაბამის სერტიფიკატს;
გ) დაფინანსება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი);
დ) წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის და 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ე) ქვეპროგრამა – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“ ქვეპროგრამა (კოდი 0403).
1. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულის 500 (ხუთასი) ლარით წახალისებას და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულის 300 ( სამასი) ლარით წახალისებას.
2. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის კურსდამთავრებული.
1. ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია);
დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი;
ე) ოქროს /ვერცხლის მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;
ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით.
1. დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადების განხილვა ხდება გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ, რომელიც დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წახალისების მიზანშეწონილობის თაობაზე და დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
2. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. წარმოდგენილი დოკუმენტების წესთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის შემთხვევაში განმცხადებელს პასუხი ეგზავნება წერილობით.
დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამით (კოდი 0403), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვით.