📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2023
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2023
matsne.gov.ge 1,421 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 09.02.2018 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 03.07.2020 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 13.04.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.05.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №27 2023 წლის 26 ოქტომბერი ქ. დმანისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 სექტემბრის №45 დადგენილება (www.mats№e.gov.ge,  25/09/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016343|). მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესით აღრიცხვაზე აყვანილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე გავრცელდეს ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესი და ჩაითვალონ ამ დადგენილების შესაბამისად აღრიცხვაზე აყვანილად. მუხლი 5🔗 1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ თავი III-სა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ თავი III ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი დანართი №1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ქვეპროგრამის კოდი: 02 04 03) (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (შემდგომში – ამხანაგობა) წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურებს. 2. ამხანაგობების ურთიერთობა დმანისის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან განისაზღვრება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს თვითმმართველ ერთეულში ამ წესის მიხედვით აღრიცხვაზე მდგარ ამხანაგობას.          თავი II ამხანაგობის აღრიცხვა მუხლი 2🔗 1. ამ წესის მიზნებისთვის ამხანაგობის საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელწოდება; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში – ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 3🔗 1. ამხანაგობის  აღრიცხვაზე  დადგომის  მიზნით,  ამხანაგობის  თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს მერიას. 2. ამხანაგობა, აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი; დ) ამხანაგობის წევრთა სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში  – ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ვ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის  თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში – იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს. 3. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც აღმასრულებელი ორგანო გასცემს ან არ გასცემს აღრიცხვის ფურცელს. 4. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 4🔗 1. ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შესატანად,  ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა ხელმოწერების, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ამხანაგობის წევრთა ცვლილების შემთხვევაში – ამხანაგობის წევრთა სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში – მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარმოუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები. მუხლი 5🔗 ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თავი III ამხანაგობის განვითარება მუხლი 6🔗 ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, მერია განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე. მუხლი 7🔗 1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) ამხანაგობის რეკვიზიტებს; ბ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე; გ) წარმოდგენილ მოთხოვნაზე ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის თანხმობას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, ბინისა და ტელეფონის ნომერი); დ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, პირადი ნომერი, ბინისა და ტელეფონის ნომრები. 2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) მერიის მიერ გაცემული ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი; ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი; გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად), რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით. მუხლი 8🔗 1. პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მიზნით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება: ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); ბ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის (საერთო სარგებლობის) გაყვანილობის სამუშაოები; გ) ფასადის შეკეთება; დ) საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, თაღები, მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება, საერთო სარგებლობის ჭიშკარი ან/და სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, სართულშუა ნაპრალების სამუშაოები); ე) 5 სართულამდე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; ვ) ეზოების კეთილმოწყობა; ზ) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 98%-ით, ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 2%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.“. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, “ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 95%-ით, ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში; მუხლი 9🔗 1. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად აღრიცხავს, ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან. საჭიროების შემთხვევაში მერია უფლებამოსილია ამხანაგობას წარმოდგენილ პროექტზე მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა. 2. მერია ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) წარმოდგენილი პროექტი/ხარჯთაღრიცხვა (ამხანაგობის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში) შედგენილია დარღვევით; ბ) შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია; გ) შესასრულებელი სამუშაოები უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა; დ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა; ე) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 4. განცხადების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება: ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს; ბ) შიდა (საერთო სარგებლობის) წყალკანალიზაციის შესაკეთებელ სამუშაოებს; გ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის სამუშაოებს. მუხლი 10🔗 1. მერიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე (თანადაფინანსებაზე თანხმობის გაცემის) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია ხუთი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ამხანაგობის ანგარიშზე თანხის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ქვითარი/ამონაწერი), რომლის ოდენობაც შესაბამისი უნდა იყოს ამხანაგობის მხრიდან ამ წესით დადგენილი თანამონაწილეობის თანხის პროცენტულ ოდენობასთან. 2. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას მერია განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გზით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემდეგ მერია შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით აცხადებს ტენდერს და აფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პირთან და ამხანაგობასთან; 4. ამხანაგობის თანამონაწილეობის წილის პროცენტული ოდენობის გამოანგარიშება მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან. 5. ამხანაგობა ვალდებულია, ტენდერში გამარჯვებულ პირს ჩაურიცხოს თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხა წინასწარ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით, მონაწილეობა მიიღოს შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაში. დანართი №2