„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№291/04
სარეგისტრაციო კოდი
220010000.18.011.016777
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №291/04

2023 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 17/03/2020; ს/კ: 220010000.18.011.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 16 დეკემბრის №223/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ გათვითცნობიერებულ ინვესტორზე. ამასთან, ამ დებულების მიზნებისთვის აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წლიური შემოსავლის განსაზღვრისას სავალდებულოა ამ შემოსავალთან პირდაპირ დაკავშირებული გადასახადების გამოკლება.“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სხვა დანარჩენი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში – არაუმეტეს 4 (ოთხი) წელი.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იპოთეკურ და 4 (ოთხ) წელზე მეტი ვადიანობის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება დანართ №2-ში მოცემულ მაჩვენებლებს.“.

4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სესხის მომსახურების კოეფიციენტის გამოთვლის მიზნით, რევოლვირებადი პროდუქტების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანის დასადგენად სესხის ლიმიტის მაქსიმალურ ვადად 4 (ოთხი) წელი უნდა განისაზღვროს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2023.
როდის იქნა მიღებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №291/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.016777.
რამდენი მუხლისგან შედგება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №291/04, 27.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016777 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5950987/