„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016561
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №59/04

2021 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/05/2012; ს/კ: 220090000.18.011.016071) დამტკიცებულ კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სსიპ – საპენსიო სააგენტოს ან საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ დებულების პირობების შესაბამისად სერტიფიკატის ფლობა ითვლება სერტიფიკატის ნომინალურად ფლობად, დაგროვებითი საპენსიო სქემისა და მისი მონაწილეების სასარგებლოდ.“.

2. მე-3 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სსიპ – საპენსიო სააგენტოს ან საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შეძენილ სერტიფიკატზე. ამ შემთხვევაში სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება (შეძენა, საპროცენტო სარგებლის გადახდა, დაფარვა) შესაძლებელია განხორციელდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით.“.

3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მიმდინარე ანგარიშის ნომრები, რომელთა საშუალებითაც განხორციელდება მხარეთა შორის ანგარიშსწორება;“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე