„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№143/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016722
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №143/04

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/01/2015; ს/კ: 220090000.18.011.016152) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით გათვალისწინებული ნორმების დაცვა პირს არ ათავისუფლებს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით) დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან.“;

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ კომერციული ბანკისადმი/მიკრობანკისადმი გაცემული სადებეტო საგადახდო დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი (გადამხდელის) თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვაზე;“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკი და მიკრობანკი (შემდგომში – „ბანკი“) უფლებამოსილია განახორციელოს პირის საკრედიტო გადახდის ოპერაცია შესაბამისი საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე პირის საგადახდო ანგარიშზე ხელმისაწვდომი მისი ფულადი სახსრების, ასევე სესხისა და/ან ოვერდრაფტის ფარგლებში, ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

4. მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლით განსაზღვრული რეკვიზიტების გარდა, ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საკრედიტო საგადახდო დავალების სხვა დამატებითი რეკვიზიტები.“.

5. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3-3​​2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში ბანკის მიერ სხვა ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი