„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№393/04
სარეგისტრაციო კოდი
200090000.18.011.016816
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №393/04

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02/05/2023; ს/კ:200090000.18.011.016687) დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შუამავალი პროვაიდერი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შუამავალი პროვაიდერი;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და იმავე დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების განხორციელებას, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით წარადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, მე- 4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და იმავე დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა.“.

3. დანართი №5 და დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
📎 დანართები (1)
393-1.doc DOC ⬇

დანართი №5

დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის შესაბამისობის ცხრილი

|წარსადგენი დოკუმენტაცია/ინფორმაცია: |დოკუმენტის დასახელება: |შესაბამისი გვერდი: |

|სრულად შევსებული პროვაიდერის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №1); | | |

|პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი | | |

|(დანართი №2); | | |

|გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის ან მნიშვნელოვან | | |

|პროვაიდერად რეგისტრაციისთვის დაინტერესებული პირების შემთხვევაში | | |

|განაღდებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის | | |

|დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის | | |

|ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების | | |

|კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ“ წესის შესაბამისად; | | |

|ინფორმაცია პროვაიდერის თითოეული ადმინისტრატორის შესახებ (დანართი | | |

|№3); | | |

|ინფორმაცია პროვაიდერის ბენეფიციარი მესაკუთრის/მნიშვნელოვანი წილის | | |

|მესაკუთრის/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის შესახებ (დანართი №4); | | |

|„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 | | |

|მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო | | |

|მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; | | |

|საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა, რომელიც | | |

|მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციისა და ფულადი სახსრების | | |

|მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადახდის ოპერაციის | | |

|ინიციირებიდან მის დასრულებამდე, ყველა მონაწილის ‒ გადამხდელის, | | |

|გადამხდელის პროვაიდერის, მიმღების, მიმღების პროვაიდერის, შუამავალი | | |

|პროვაიდერის და აგენტის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ | | |

|დაინტერესებული პირი გეგმავს რამდენიმე საგადახდო მომსახურების | | |

|განხორციელებას, მაშინ თითოეულ საგადახდო მომსახურებაზე წარდგენილი | | |

|უნდა იქნეს ცალკე სქემა. თუ გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში | | |

|ჩართულია უცხო ქვეყნის პროვაიდერი, მაშინ წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი | | |

|პროვაიდერების სია, მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით; თუ | | |

|დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის მხოლოდ „თ“ | | |

|ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების განხორციელებას, მან | | |

|უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის მოძრაობის სქემატური აღწერა ამ პუნქტით | | |

|დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით; | | |

|თუ დაინტერესებული პირი ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ | | |

|ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებასთან ერთად გეგმავს | | |

|„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს | | |

|კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტით ნებადართულ საქმიანობას, | | |

|აღნიშნულმა პირმა უნდა წარადგინოს შესაბამისი საქმიანობის დეტალური | | |

|აღწერა; | | |

|საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული | | |

|სისტემის მწარმოებლის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი, | | |

|ასევე შემდეგი ინფორმაცია: ელექტრონული სისტემის დასახელება, | | |

|ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ვებ-გვერდის მისამართი, ელექტრონული | | |

|სისტემის, მასში აღსარიცხი მომხმარებლების მიმართ ვალდებულებების და | | |

|გადახდის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის განთავსების ადგილი, ასევე | | |

|თითოეული მომხმარებლის მიმართ ვალდებულებების აღრიცხვის სარეზერვო | | |

|ასლების განთავსების ადგილი და ფორმატი, აგრეთვე სარეზერვო ასლების | | |

|შენახვის პერიოდულობა (ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის | | |

|შესაბამისად); ელექტრონული სისტემის ფუნქციონალი უნდა შეესაბამებოდეს | | |

|დაგეგმილ საგადახდო მომსახურებას, რომლის დემონსტრაციაც უნდა | | |

|განხორციელდეს ეროვნული ბანკში პროვაიდერად რეგისტრაციამდე; | | |

|საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული | | |

|ვებგვერდის/ვებგვერდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ | | |

|ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ | | |

|ვებგვერდის/ვებგვერდების დაინტერესებული პირის მიერ | | |

|საკუთრების/სარგებლობის უფლებას და ამავე ვებგვერდის/ვებგვერდების | | |

|მისამართი/მისამართები; | | |

|ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული | | |

|პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის მიერ | | |

|ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის | | |

|თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას. თუ დაინტერესებული პირი სააქციო| | |

|საზოგადოებაა, მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი | | |

|შესაბამისი აქციათა რეესტრიდან; | | |

|ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე | | |

|ბენეფიციარი მესაკუთრეების/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის შესახებ| | |

|(ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების| | |

|ასლები, იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და | | |

|არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან | | |

|შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან (არარეზიდენტი პირების | | |

|შემთხვევაში), რომელიც ასახავს პროვაიდერის მიერ ეროვნული ბანკისთვის | | |

|რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ | | |

|ყველა ცვლილებას, ხოლო თუ იურიდიული პირი სააქციო საზოგადოებაა, მაშინ | | |

|დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი შესაბამისი აქციათა | | |

|რეესტრიდან); | | |

|დოკუმენტაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას | | |

|იძლევა; | | |

|ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) პირადობის დამადასტურებელი | | |

|დოკუმენტების ასლი; | | |

|ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების), ასევე საგადახდო მომსახურების | | |

|საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (ასეთის არსებობის | | |

|შემთხვევაში) განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია | | |

|და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ პირებს გააჩნიათ | | |

|შესაბამისი ცოდნა ან/და გამოცდილება საგადახდო მომსახურების | | |

|განსახორციელებლად; | | |

|ცნობა (ცნობები) ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) და მნიშვნელოვანი| | |

|წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის | | |

|(მესაკუთრეების)/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის ნასამართლობის | | |

|შესახებ ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის | | |

|რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეროვნულ | | |

|ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული | | |

|ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა | | |

|აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი | | |

|ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან | | |

|გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს; | | |

|ინფორმაცია ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის | | |

|როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის | | |

|(მესაკუთრეების)/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის მიერ ეროვნული | | |

|ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებში წილობრივი | | |

|მონაწილეობის შესახებ (კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, | | |

|წილის მოცულობა); | | |

|დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან | | |

|საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება პროვაიდერის სათავო | | |

|ოფისი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ | | |

|მოთხოვნებს. უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლება უნდა | | |

|დასტურდებოდეს წარმოდგენილ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან | | |

|ამონაწერით. სათავო ოფისის მისამართი უნდა მიეთითოს ამ წესის მე-3 | | |

|მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ | | |

|სარეგისტრაციო ფორმაში, როგორც საკონტაქტო მისამართი. თუ | | |

|დაინტერესებული პირი არ გეგმავს პროვაიდერის საოპერაციო საქმიანობის | | |

|სათავო ოფისში განხორციელებას, მაშინ მან ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების | | |

|შესაბამისად, ასევე, უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ უძრავ ქონებაზე, | | |

|სადაც გეგმავს საოპერაციო საქმიანობის განხორციელებას; | | |

|რეგულირებას/ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის შემთხვევაში | | |

|(გარდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირისა), | | |

|შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული | | |

|ცნობა/ნებართვა იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს | | |

|განახორციელოს შესაბამისი საგადახდო მომსახურება; | | |

|ბიზნესგეგმა (სულ მცირე მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზით), რომელიც | | |

|ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს დანერგოს | | |

|სათანადო და შესაბამისი სისტემები, ასევე გააჩნია შესაბამისი რესურსები| | |

|და პროცედურები საქმიანობის განსახორციელებლად. ამასთან, ბიზნესგეგმა | | |

|უნდა ადასტურებდეს, რომ დაინტერესებული პირი გეგმავს საქმიანობის | | |

|განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე; | | |

|სატარიფო პოლიტიკა თითოეული საგადახდო მომსახურებისთვის, რომელიც | | |

|განსაზღვრავს მომსახურების ტარიფებს და დამატებით საფასურებს (ასეთის | | |

|არსებობის შემთხვევაში); | | |

|დაინტერესებული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც სულ მცირე უნდა| | |

|მოიცავდეს: | | |

| |ა) სათავო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალს, მათი | | |

| |ფუნქციების და დასაქმებულთა რაოდენობის მითითებით, ასევე, სათავო | | |

| |ოფისის სტრუქტურული განვითარების გეგმას რეგისტრაციის შემდეგ | | |

| |საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში; | | |

| |ბ) თუ დაინტერესებული პირი საქმიანობას განახორციელებს ფილიალების | | |

| |ან/და სერვისცენტრების მეშვეობით ‒ ამ ფილიალების/სერვისცენტრების | | |

| |ფუნქციების აღწერას; | | |

| |გ) თუ დაინტერესებული პირი საქმიანობას განახორციელებს აგენტების | | |

| |მეშვეობით ‒ საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მათი | | |

| |ფუნქციების აღწერას; | | |

| |დ) თუ დაინტერესებული პირი განახორციელებს საოპერაციო ფუნქციების | | |

| |აუთსორსინგს, პროვაიდერის საქმიანობაში აუთსორსინგული კომპანიის | | |

| |როლის აღწერას, აგრეთვე, ასეთი კომპანიის სათავო ოფისის მისამართს,| | |

| |აუთსორსინგული კომპანიის გამოყენების რისკების შეფასებას და მათი | | |

| |ადეკვატური კონტროლის მექანიზმებს; | | |

|ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ ან/და | | |

|უცხო ქვეყანაში ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების | | |

|პროვაიდერებთან დაინტერესებული პირის სახელშეკრულებო ურთიერთობის | | |

|შესახებ; | | |

|დაინტერესებულმა პირმა ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის ან/და გადახდის | | |

|ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით უნდა | | |

|წარადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით (იმავე პუნქტის „თ“, „ქ“| | |

|და „ღ“ ქვეპუნქტების გარდა) გათვალისწინებული და საქართველოს ეროვნული | | |

|ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის | | |

|წესით“ ღია ბანკინგში ჩართვაზე თანხმობის მისაღებად განსაზღვრული | | |

|ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის | | |

|პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული | | |

|„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ II თავთან შესაბამისობის | | |

|უზრუნველყოფის გეგმა, თუ გასაწევი საგადახდო მომსახურების ფარგლებში | | |

|კმაყოფილდება ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.| | |

|აგრეთვე, ხსენებული წესის III თავით განსაზღვრული გამონაკლისების | | |

|შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა; | | |

|თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „დ.ა“, „დ.ბ“ | | |

|ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების | | |

|განხორციელებას, იგი ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით | | |

|გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით | | |

|წარადგინოს: | | |

| |ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის| | |

| |№156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი | | |

| |ავთენტიფიკაციის წესის“ II თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის | | |

| |გეგმა, თუ გასაწევი საგადახდო მომსახურების ფარგლებში კმაყოფილდება | | |

| |ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, | | |

| |ხსენებული წესის III თავით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში| | |

| |ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა; | | |

| |ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის | | |

| |№253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და | | |

| |ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ | | |

| |დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის | | |

| |უზრუნველყოფის გეგმა და ამ დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული | | |

| |გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის | | |

| |აღწერა; | | |

| |გ) საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების სურვილის შემთხვევაში, | | |

| |საბარათე ინსტრუმენტის დასახელება, საბარათე სქემის და ინსტრუმენტის| | |

| |დეტალური აღწერა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს | | |

| |საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის | | |

| |№155/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ | | |

| |დებულების“ II თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმას; | | |

| |დ) ექვაირინგის (ასევე სუბ-ექვაირინგის) მომსახურების სურვილის | | |

| |შემთხვევაში, მომსახურების დეტალური აღწერა, რომელიც სხვა | | |

| |საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის | | |

| |პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული| | |

| |„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების“ III თავთან | | |

| |შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმას. | | |

|თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „ე“ ქვეპუნქტით| | |

|განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების განხორციელებას, იგი ვალდებულია| | |

|ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ | | |

|დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით წარმოადგინოს | | |

|საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის | | |

|№253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და | | |

|ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ | | |

|დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის | | |

|გეგმა და იმავე დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების | | |

|შემთხვევაში, ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა; | | |

|დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული| | |

|ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებით დამტკიცებული | | |

|„საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი| | |

|ინფორმაციის მიწოდების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის | | |

|უზრუნველყოფის გეგმა ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული თითოეული | | |

|მომსახურების ჭრილში. | | |

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი

პირის სახელი და გვარი

ხელმოწერა

დანართი №6

დაგეგმილი ახალი სახის საგადახდო მომსახურების სქემის შეთანხმებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის შესაბამისობის ცხრილი

|წარსადგენი დოკუმენტაცია/ინფორმაცია: |დოკუმენტის დასახელება: |შესაბამისი გვერდი: |

|პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი (დანართი №2); | | |

|გადახდის ინიციირების მომსახურების შემთხვევაში პროვაიდერის განაღდებული | | |

|მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი | | |

|საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო | | |

|მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ“ წესის | | |

|შესაბამისად; | | |

|საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა, რომელიც მოიცავს | | |

|მომსახურების პროცესში ინფორმაციისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ | | |

|დეტალურ ინფორმაციას გადახდის ოპერაციის ინიციირებიდან მის დასრულებამდე, ყველა | | |

|მონაწილის ‒ გადამხდელის, გადამხდელის პროვაიდერის, მიმღების, მიმღების | | |

|პროვაიდერის, შუამავალი პროვაიდერის და აგენტის მითითებით, ასეთის არსებობის | | |

|შემთხვევაში. თუ დაინტერესებული პირი გეგმავს რამდენიმე საგადახდო მომსახურების | | |

|განხორციელებას, მაშინ თითოეულ საგადახდო მომსახურებაზე წარდგენილი უნდა იქნეს | | |

|ცალკე სქემა. თუ გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში ჩართულია უცხო ქვეყნის | | |

|პროვაიდერი, მაშინ წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი პროვაიდერების სია, მათი | | |

|ზედამხედველი ორგანოების მითითებით; თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის | | |

|დანართი №2-ის მხოლოდ „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების | | |

|განხორციელებას, მან უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის მოძრაობის სქემატური აღწერა | | |

|ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით; | | |

|სატარიფო პოლიტიკა თითოეული საგადახდო მომსახურებისთვის, რომელიც განსაზღვრავს | | |

|მომსახურების ტარიფებს და დამატებით საფასურებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);| | |

|ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ ან/და უცხო | | |

|ქვეყანაში ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან | | |

|დაინტერესებული პირის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ; | | |

|დაინტერესებულმა პირმა ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის ან/და გადახდის | | |

|ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით უნდა წარადგინოს ამ | | |

|წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით (იმავე პუნქტის „თ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების | | |

|გარდა) გათვალისწინებული და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით | | |

|დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესით“ ღია ბანკინგში ჩართვაზე თანხმობის | | |

|მისაღებად განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საქართველოს ეროვნული | | |

|ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული | | |

|„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ II თავთან შესაბამისობის | | |

|უზრუნველყოფის გეგმა, თუ გასაწევი საგადახდო მომსახურების ფარგლებში | | |

|კმაყოფილდება ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. აგრეთვე,| | |

|ხსენებული წესის III თავით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე | | |

|გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა; | | |

|თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „დ.ა“, „დ.ბ“ ან/და „ვ“ | | |

|ქვეპუნქტებით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების განხორციელებას, იგი | | |

|ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ | | |

|დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით წარადგინოს: | | |

| |ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04| | |

| |ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ II | | |

| |თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, თუ გასაწევი საგადახდო | | |

| |მომსახურების ფარგლებში კმაყოფილდება ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-3 | | |

| |პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, ხსენებული წესის III თავით განსაზღვრული | | |

| |გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა; | | |

| |ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 | | |

| |ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური | | |

| |აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, მე-4 და | | |

| |მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და ამ დებულების პირველი | | |

| |მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან | | |

| |შესაბამისობის აღწერა; | | |

| |გ) საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების სურვილის შემთხვევაში, საბარათე | | |

| |ინსტრუმენტის დასახელება, საბარათე სქემის და ინსტრუმენტის დეტალური აღწერა,| | |

| |რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის| | |

| |პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული | | |

| |„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების“ II თავთან შესაბამისობის | | |

| |უზრუნველყოფის გეგმას; | | |

| |დ) ექვაირინგის (ასევე სუბ-ექვაირინგის) მომსახურების სურვილის შემთხვევაში,| | |

| |მომსახურების დეტალური აღწერა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა | | |

| |მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის | | |

| |№155/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების“ | | |

| |III თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმას. | | |

|თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „ე“ ქვეპუნქტით | | |

|განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების განხორციელებას, იგი ვალდებულია ამ წესის| | |

|მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან | | |

|ერთად, დამატებით წარადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის| | |

|30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და | | |

|ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, | | |

|მე-4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და იმავე დებულების | | |

|პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან | | |

|შესაბამისობის აღწერა. | | |

|დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის | | |

|პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო | | |

|მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის | | |

|მიწოდების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა ამ წესის | | |

|დანართი №2-ით განსაზღვრული თითოეული მომსახურების ჭრილში. | | |

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი

პირის სახელი და გვარი

ხელმოწერა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2023.
როდის იქნა მიღებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №393/04. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.18.011.016816.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №393/04, 27.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016816 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6039614/