„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №71/04 |
|
2025 წლის 14 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მიკრობანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №118/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016708) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შემფასებლის დამხმარე − ამ მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული შემფასებლის დამხმარე პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს შესაფასებელი უძრავი ქონების მხოლოდ ინსპექტირება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხა არ აღემატება 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტის თანხაში გაითვალისწინება ერთსა და იმავე მიკრობანკში ყველა იმ კრედიტის ჯამური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაფასებელი უძრავი ქონებით;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) კრედიტი – მსესხებლის მიერ მიკრობანკის წინაშე ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება, მათ შორის, ყველა ტიპის სესხი/კრედიტი, რომელიც მოიცავს ოვერდრაფტს, საკრედიტო ბარათს და სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტებს (ლიმიტების შესაბამისად), მიუხედავად საფინანსო პროდუქტის სახელწოდებისა, აგრეთვე, სასესხო ხასიათის გარესაბალანსო ვალდებულება და მიკრობანკის მიერ მსესხებლისთვის დამტკიცებული და მის მიერ აუთვისებელი გარესაბალანსო ვალდებულება, რომლის ათვისება-გამოყენებაც მიკრობანკის მხრიდან დამატებით სტანდარტული ტიპის განხილვასა და დამტკიცებას აღარ საჭიროებს.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ შემთხვევაში, თუ: დ.ა) კრედიტის თანხა არ აღემატება 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, უძრავი ქონების ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიკრობანკის უფლებამოსილი პირის მიერ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტის თანხაში გაითვალისწინება ერთსა და იმავე მიკრობანკში ყველა იმ კრედიტის ჯამური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაფასებელი უძრავი ქონებით; დ.ბ) კრედიტის თანხა აღემატება 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, უძრავი ქონების ინსპექტირება სავალდებულოა განხორციელდეს შესაბამისი უძრავი ქონების შეფასების მომზადებაზე პასუხისმგებელი შემფასებლის მიერ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტის თანხაში გაითვალისწინება ერთსა და იმავე მიკრობანკში ყველა იმ კრედიტის ჯამური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაფასებელი უძრავი ქონებით. ამასთან, თუ უძრავი ქონების პირველადი შეფასების ფარგლებში უძრავი ქონების ინსპექტირება არ განხორციელებულა შემფასებლის მიერ, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, უნდა განხორციელდეს უძრავი ქონების გადაფასება და შემფასებლის მიერ უძრავი ქონების ინსპექტირება.“. |
| მუხლი 2 |
მიკრობანკებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყონ 2025 წლის პირველ ივნისამდე.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|