„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №376/04 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge ; 15/06/2023 ; ს/კ:220010000.18.011.016690) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ეროვნული ბანკი, ამ წესით და დანართი №5-ით განსაზღვრული შესაბამისი სარეგისტრაციო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე შესაბამისი წერილის გაგზავნის დღიდან (წერილის ეროვნული ბანკის კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღიდან) და იგი განახლდება დაინტერესებული პირის მიერ წერილით განსაზღვრულ მოთხოვნაზე შესაბამისი რეაგირების (შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის, სათავო ოფისში ეროვნული ბანკის წარმომადგენლის დაშვების) დღიდან. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გააგრძელოს ორჯერ, თითოეულ შემთხვევაში, 60 კალენდარული დღით, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემის ცვლილების შესახებ; ასევე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელებისათვის გამოყენებული ვებგვერდის მისამართის ცვლილების, გაუქმების ან/და ვებგვერდის ახალი მისამართის დამატების შესახებ; “. 3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განახლებული დანართი №2-ის წარმოდგენა დაინტერესებულმა პირმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
გთხოვთ მიუთითოთ, რომელი მომსახურების განხორციელებას გეგმავთ სხვა პირის სასარგებლოდ
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ____________________________
ხელმოწერა ____________________________
|