„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016281
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №34/04

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული  ხორციელდება მხოლოდ უცხო ენაზე (აღნიშნული არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ გარე რეკლამაზე), ასევე აზარტულ თამაშობებთან.”;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სასტუმროს ან/და ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ შეთავაზებასთან, თუ აღნიშნული მომსახურების საბოლოო მიმღებს წარმოადგენს არარეზიდენტი.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით) მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან; არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება მხოლოდ უცხო ენაზე. ეს პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ გარე რეკლამაზე.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ამ ბრძანების მიზნებისათვის არარეზიდენტად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არარეზიდენტი იურიდიული პირი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქე.“.

მუხლი 2
მეწარმეები ვალდებული არიან, 2018 წლის 1 აპრილამდე, თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.02.2018.
როდის იქნა მიღებული „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №34/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016281.
რამდენი მუხლისგან შედგება „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №34/04, 23.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016281 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4074035/