„სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№212/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016761
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №212/04

2023 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/07/2020; ს/კ: 220090000.18.011.016492) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის“:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოს სავალუტო ბაზარზე მონაწილე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის, ლიცენზირებული მიკრობანკებისთვის, ლიცენზირებული საბროკერო კომპანიებისთვის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქმიანობენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის“ შესაბამისად (შემდგომში „ორგანიზებული ბაზარი“).“.

2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სავალუტო ბაზარზე მონაწილეობა – სავალუტო ბაზარზე მონაწილეობად მიიჩნევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბროკერო კომპანიების და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთმანეთთან ან კლიენტებთან სავალუტო გარიგების რეგულარული განხორციელება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა