„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№70/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016683
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №70/04

2023 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 2025 წლის 1 იანვრამდე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია:

ა) ისარგებლოს ერთ-ერთი შემდეგი დებულებით:

ა.ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს 24 საათზე ნაკლები, არაუმეტეს 10 ლარის ოდენობით ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების გარეშე არაუმეტეს 30 უკონტაქტო გადახდის ოპერაცია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-13 მუხლის მიზნებისთვის დათვლაში;

ა.ბ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს 24 საათზე ნაკლები, არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების გარეშე არაუმეტეს 15 უკონტაქტო გადახდის ოპერაცია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-13 მუხლის მიზნებისთვის დათვლაში.

ბ) ოფლაინ გადახდის ოპერაცია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-13 მუხლის, ასევე, ამ  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის დათვლაში, თუ ოფლაინ რეჟიმიდან გამომდინარე, ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ არის. ასეთი შესაძლებლობის არარსებობის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება ემიტენტ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი)პაპუნა ლეჟავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.04.2023.
როდის იქნა მიღებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.04.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №70/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016683.
რამდენი მუხლისგან შედგება „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.04.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №70/04, 11.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016683 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5781156/