„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016624
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №62/04

2022 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 22/01/2015; ს/კ: 220090000.18.011.016152) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბანკი ვალდებულია გადამხდელი მეწარმე სუბიექტისაგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, თუ უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის თანხა:

ა) აღემატება 100 000 ლარის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, გადარიცხვა სრულდება მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ ან/და ოპერაცია დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციასთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ დანართი №2-ით განსაზღვრულ ოფშორულ ზონასთან;

ბ) აღემატება 150 000 ლარის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში და გადარიცხვა სრულდება საშუალო რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ ფულადი სახსრების უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია თავად განსაზღვროს თანხობრივი ლიმიტები, რომელიც გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გამოთხოვის წინაპირობას წარმოადგენს. ლიმიტები უნდა განისაზღვროს ოპერაციის დანიშნულებისა და ოპერაციის რისკის გათვალისწინებით.

32. ბანკი ვალდებულია შეინახოს ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების ასლები. ასლების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის 22-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები, ასევე, ამ მუხლის მე-2-32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე.

5. ამ მუხლის მე-3-32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სხვა კომერციული ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2022.
როდის იქნა მიღებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №62/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016624.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №62/04, 13.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016624 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5491982/