„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2023 ძალადაკარგული 14.11.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26626
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016719
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №26626

2023 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო  კოდექსის  მე-2  მუხლის  მე-5    ნაწილის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სსიპ – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2011 წლის  23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3   მუხლის   მე-2   პუნქტის   „ზ“   და   „უ“   ქვეპუნქტების  , აგრეთვე   „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის    2010 წლის    31 დეკემბრის  №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 61 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „გადასახადის  გადამხდელისთვის  სიდიდის  შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 11 ივლისის №16734 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის  უფროსი                                                                      ლევან კაკავა