თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- DEFENCE CODE 21.09.2023
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2024 წლის 1 იანვრამდე:
ა) ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა სტრუქტურულმა ერთეულმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტმა;
ბ) შესაბამისმა უწყებამ/ორგანომ/სასწავლებელმა/დამსაქმებელმა ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელთან/მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან ან/და სამინისტროსთან მიმართებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტთან მიმართებით.“;
ბ) მე-10 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 2 ნოემბერი 2023 წ. N3656-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3656-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 120000000.05.001.021082.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3656-XIIIმს-Xმპ, 02.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.021082 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5954454/