„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2023 წლის 3 ნოემბერი ქ.თბილისი |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2023 წელს -1396.0 ათ.ლარით, შემოსავლები-1340.0ათასი ლარის ოდენობით, არაფინანსური აქტივების კლება -49,9ათ.ლარი, ფინანსური აქტივების(ნაშთის) კლება 5,3ათ.ლარი, სხვა შემოსავლები-0,8ათ.ლარით.
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1340.0 ათასი ლარით:
ათ. ლარი
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 1393,40ათასი ლარით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2023წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -5,3 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო -52,6 ათასი ლარით:
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება(კლება) განისაზღვროს -5,3ათ. ლარით:
ათ.ლარი
|
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ერთობლივად ყველა მიმართულებით შეეცდებიან 2023 საბიუჯეტო წელს ხელი შეუწყონ უსახსროდ დარჩენილ მოსახლეობას და შედარებით შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ეფექტურად გაგრძელდება ყველა ისეთი საჭირო პროგრამების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სწრაფად გამოსვლას კრიზისიდან და ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში. როგორც ქვეყნის მთავრობისათვის ასევე მუნიციპელიტეტშიც ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიტომ, გაგრძელდება ყველა ის პროგრამები, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში გაზრდის ხელმისაწვდომობას სხვადსხავა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისების მიღებაზე.
2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები 2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობები, ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. შემუშავდა 2023 – 2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და გამოიკვეთა ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები და პროგრამები. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებებია: ა) მმართველობითი ორგანოების დაფინანსება; ბ) ინფრასტრუქტურა; გ) განათლება; დ) კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ე) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ათ.ლარებში
|
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული, ზემო აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ინფრასტრუქტურული, საბინაო-კომუნალური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ათ.ლარი
ა) საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება (კეთილმოწყობის ღონისძიებები დევნილთა ჩასახლებებში) (კოდი 02 01)
|
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში კომპაქტურად ჩასახლებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტსა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც გათვალისწინებულია ა(ა)იპ სოფ.აჟარის საბავშვო ბაღის მომსახურე პერსონალის ხელფასებით უზრუნველყოფა. ეს ბაღი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტში რიცხული ბავშვი. ბაღში დასაქმებულია 6თანამშრომელი, აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
ათ.ლარი
ა) სკოლამდელი განათლება ( კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2023წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - ,,აჟარის საბავშვო ბაღი“რომელიც ურთიერთშეთანხმების-მემორანდუმის საფუძველზე ფუნქციონირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის , სოფ.წინწყაროს საბავშვო ბაღში.
შეფასების ინდიკატორები
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების დანერგვით და შესრულებით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამ მიზნით ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ათ.ლარი
ა ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01) 2023 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ბ) ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02) ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლა. ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშებს , სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
გ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება ( კოდი 04 02 01) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:
დ) ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაფინანსება დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში სპეციალურ მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
კულტურისა და სპორტის განვითარების პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას.
სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს სოცილური დახმარების რამდენიმე მუხლით. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ათ.ლარი
ა) ავადმყოფთა და შშმ პირთა სოციალური დახმარებები ( კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:
ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა(კოდი 05 01 02)
გ) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 03)
დ) ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 04)
ე) სოციალური დახმარებები(კოდი 05 01 05)
ვ) დაკრძალვის მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება(კოდი 05 01 06)
შეფასების ინდიკატორები
სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს.
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯების დაფინანსება. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსებას. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსება მთლიანად მოხდება მიზნობრივი ტრანსფერიდან. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. მუნიციპალიტეტის მმართველობითი ორგანოების დაფინანსება ათ.ლარი
მუნიციპალიტეტის მმართველობითი ორგანოების დაფინანსება ხარჯების მიხედვით 2023 წელს შემდეგია:
შეფასების ინდიკატორები
|
|
2. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, შეიძლება გამოიყენებულ იქნას მომდევნო წელს.
3. გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სარეზერვო ფონდიდან. თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
4. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდიდან თანხების გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
5.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.