მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-3 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის შმაგი გოგშელიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2023
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 35233044
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №42 ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის ოლღა გურამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაათკარში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - №3 ქუჩისათვის - „მცხეთის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების
შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის გიორგი
მთაწმინდელის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - გალავანში, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-3 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის შმაგი გოგშელიძის სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-35. 35233044
2023 წლის 31 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისათვის – მე-3 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის შმაგი გოგშელიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ და „დ1“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (2023 წლის 10 ოქტომბრის №39 კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი) საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს - უსახელო მე-3 ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის – შმაგი გოგშელიძის სახელი.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი