სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 1 23 00002569
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 1 23 00002569

2023 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურზე“ (ს/ნ 202887787; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №43)  გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია" (სალიცენზიო მოწმობა N002405,  ბრძანება №357/ნ  24.12.2004წ.).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის  ხეივანი №64).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:  შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ გენერალური  დირექტორის, როლა შავლაყაძის განცხადება №978971, 18.09.2023წ.

სააგენტოს დირექტორი  ირაკლი მხეიძე