1. მომრიგებელ კომისიას შეუძლია წარმართოს სამომრიგებლო საქმის წარმოება ისე, როგორც ის მიიჩნევს სათანადოდ, საქმის გარემოებების და იმ მოსაზრებების სრულად გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება გამოთქვან მხარეებმა, მათ შორის, სწრაფი გადაწყვეტილების მოთხოვნის გათვალისწინებით. საჭიროების მიხედვით კომისიას შეუძლია მიიღოს საკუთარი პროცედურული წესები, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

2. მომრიგებელ კომისიას შეუძლია, საქმის წარმოებისას ნებისმიერ დროს, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები დავის გადაწყვეტისათვის.