ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლესიჭინეში მდებარე სტადიონის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 06.11.2023
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტის სახელდების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლესიჭინეში
მდებარე სტადიონის სახელდების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №15
2023 წლის 6 ნოემბერი
ქ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლესიჭინეში მდებარე სტადიონის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 7 აგვისტოს №110-110232193 ინიციატივა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმის საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გადაწყვიტა:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლესიჭინეში მდებარე სტადიონს მიენიჭოს „იურა სიჭინავას“ სახელი (ორთოფოტი თან ერთვის).
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია