„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №88

2023 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტიპური დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოება, ასევე, მათი ფოტოგრაფირება და მათთვის დაქტილოსკოპიური მონაცემების აღება (შესაბამისი ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში);“.

2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის (დანართი №2):

ა) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პირის მოთავსებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება, ასევე, დაქტილოსკოპიური მონაცემების აღება იმ იზოლატორებში, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი მოწყობილობით. მოთავსებული პირის ფოტოსურათი იტვირთება ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ხოლო დაქტილოსკოპიური მონაცემი მიეწოდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.“;

ბ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღება

1. მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერების ჩატარების შემგომ, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე იზოლატორის თანამშრომლის მიერ ხდება დაკავებულისთვის დაქტილოსკოპიური მონაცემის აღება.

2. მოსათავსებელი პირის მიერ დაქტილოსკოპიური მონაცემის აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, იზოლატორის თანამშრომელი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული ჩაატაროს იძულების წესით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებების გამოყენებით.“;

გ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. იზოლატორის მოსამსახურე უფლებამოსილია არ მიიღოს იზოლატორში მოთავსებული პირის ამანათი, თუ ნივთი/პროდუქტი არის ვადაგასული, დაზიანებული ან არსებობს ვარაუდი, რომ ის საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან/და შეუძლებელია მისი ვარგისიანობის დადგენა.

62. იზოლატორში მოთავსებულ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, იზოლატორის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიზღუდოს ამანათების მიღება, შესაბამისი საფრთხის აღმოფხვრამდე.“.

3. შინაგანაწესის დანართი №1-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომელთა დღის განმავლობაში ამანათის სახით მიღების, აგრეთვე, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლებაც აქვს მოთავსებულ პირს“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კვების პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი, კენკროვანი და კურკოვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (არაუმეტეს 3 კილოგრამისა), ყველი (დაჭრილი სახით, არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა), ძეხვეული (დაჭრილი სახით, არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა), პურ-ფუნთუშეული (დაჭრილი სახით ), ხორცეული (ძვლის გარეშე) და თევზი (ფხის გარეშე).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №88. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017416.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №88, 10.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017416 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5963385/