„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017560
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №31

2025 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის (დანართი №2):

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადვოკატთან შეხვედრისას, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ადვოკატთან შეხვედრის მიზნით ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის  საკნიდან გაყვანა შესაძლებელია 10.00 საათიდან 19.00 საათამდე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია 06.00 საათიდან 22.00 საათამდე, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას – ნებისმიერ დროს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და ადვოკატის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მოთავსებული პირის საკნიდან გაყვანა საგამოძიებო ოთახში საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობისათვის, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადვოკატის მიერ შესაბამისი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი ორდერი) წარდგენის შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს მას ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე, იზოლატორის საგამოძიებო ოთახში, სხვა პირის დაუსწრებლად, შეხვედრის რაოდენობისა და  ხანგრძლივობის განუსაზღვრელად.“.

3. 33-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 3 დღის ვადით, აქვს ახლო ნათესავებთან კვირაში ერთი შეხვედრის უფლება.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 3 დღის ვადით, უფლება აქვს, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის განმავლობაში საქართველოს ფარგლებში განახორციელოს კვირაში ერთი სატელეფონო საუბარი, თითოეული 10 წუთის ხანგრძლივობით.

7. პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 3 დღის ვადით, იზოლატორში შეყვანისას უნდა განემარტოს შეხვედრის და სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლების შესახებ, რის შესახებაც დგება ოქმი, რასაც ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ იზოლატორიდან გათავისუფლებამდე აღნიშნული პირი არ ისარგებლებს შეთავაზებული უფლებებით, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, ამის თაობაზე შეადგინოს შესაბამისი ოქმი პირის იზოლატორიდან გათავისუფლებისას, რასაც ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნული პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური