იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელი ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვრის) დადგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №306 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.360.010.22.027.007.125
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №423
2005 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელი ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვრის) დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №306 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. `იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელი ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვრის) დადგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №306 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 176) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. ტესტირება
1. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად. პირველი ეტაპი ჩატარდეს ტესტირების, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრების ფორმით.
2. კონკურსანტი, რომელიც ტესტირების შედეგად დააგროვებს ამ ბრძანებით დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გასაუბრებაში ერთდროულად ორ ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მაგრამ კონკურსანტი გადის გასაუბრებაზე მხოლოდ ერთჯერ და საკონკურსო-საატესტაციო კომისია განიხილავს კონკურსანტს განცხადებაში მითითებულ ორივე ვაკანტურ თანამდებობაზე.
3. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტი შედგება 100 შეკითხვისაგან, თითოეულ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით.
4. კონკურსანტის ამოცანაა ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან ამოირჩიოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა დაიტანოს პასუხების ფურცელზე.
5. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი.
6. კონკურსანტმა უნდა აღნიშნოს მხოლოდ ერთი პასუხი. თუ აღნიშნულია ერთზე მეტი პასუხი, ან საერთოდ არ არის აღნიშნული პასუხი, ასეთი ამოხსნა შეფასდება 0 ქულად. ასევე 0 ქულას დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.
7. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება 100 ქულა.“.
2. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გამსვლელი ქულა
1. კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) გამსვლელ კონკურსანტთა რაოდენობა განისაზღვროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობის ორმაგი ოდენობით.
2. გასაუბრებაზე მიწვეულ იქნენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც ტესტირების შედეგად დააგროვებენ ქულების მეტ რაოდენობას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, მაგრამ არანაკლებ 75 ქულისა.“.
3. ამ ბრძანებას დაემატოს მე-3 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საგამოცდო დრო
1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად კონკურსანტს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
2. კონკურსანტებს კომისია გააფრთხილებს საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 და 15 წუთით ადრე.
3. კონკურსანტებს არა აქვთ უფლება დატოვონ დარბაზი ტესტისა და სწორი პასუხების ფურცლის ჩაბარების გარეშე. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოხსნას კონკურსანტი ტესტირებიდან.“.
4. ამ ბრძანებას დაემატოს მე-4 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სავალდებულო ინსტრუქტაჟი
ტესტირების დაწყებამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი კონკურსანტებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, სწორი პასუხების ფურცლის შევსების წესი.“.
5. ამ ბრძანებას დაემატოს მე-5 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ტესტირების შედეგების შემოწმება
ტესტირების პასუხები მოწმდება კომისიის წევრების მიერ.“.
6. ამ ბრძანებას დაემატოს მე-6 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ტესტირების შედეგების გამოცხადება
კომისია ტესტირების ჩატარების დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა აქვეყნებს შედეგებს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია