იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.091
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №306
2005 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვრის) დადგენის შესახებ
I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის მე-19 მუხლისა და„იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
1. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად. პირველი ეტაპი ჩატარდეს ტესტირების, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრების ფორმით.
2. ტესტი შედგება 100 შეკითხვისაგან, თითოეულ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხი შეფასდეს 1 ქულით.
3. კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად ორ ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.
მუხლი 2.
1. კონკურისის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) გამსვლელ კონკურსანტთა რაოდენობა განისაზღვროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობების ორმაგი ოდენობით.
2. გასაუბრებაზე მიწვეულ იქნენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელებიც ტესტირების შედეგად დააგროვებენ ქულების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ 75 ქულისა.
II. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2005.
- როდის იქნა მიღებული „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ“?
- „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ“ მიღებულია 17.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №306. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.027.007.091.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.03.2005-დან.
- სად არის „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ“, №306, 17.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.091 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59608/