„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №458 |
|
2023 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, როგორც წყალმომარაგების ლიცენზიატის, საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლად 2030 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის.
მუხლი 2. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მომსახურებას ახორციელებს ჟინვალის ჰიდროელეტროსადგურის – ჟინვალჰესის მეშვეობით, ჟინვალჰესის წყალსაცავის ექსპლუატაციის წესების, სეზონური რეჟიმებისა და ჰიდროლოგიური პირობების, ასევე წყალმომარაგების მოთხოვნების გათვალისწინებით, უპირველესად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში თავისივე წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების უზრუნველყოფით. ამ ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წყალმომარაგების სექტორისთვის დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად.
მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება არ ვრცელდება ჟინვალჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილზე, რომელიც არ ესაჭიროება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №458. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.10.003.024291.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №458, 21.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.024291 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5972632/