შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №470 |
|
2020 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, როგორც წყალმომარაგების ლიცენზიანტის, საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლად 2030 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის.
მუხლი 2
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მომსახურებას ახორციელებს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის − ჟინვალჰესის მეშვეობით, ჟინვალჰესის წყალსაცავის ექსპლუატაციის წესების, სეზონური რეჟიმებისა და ჰიდროლოგიური პირობების, ასევე წყალმომარაგების მოთხოვნების გათვალისწინებით, უპირველესად, თავისივე წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების უზრუნველყოფით. ამ ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წყალმომარაგების სექტორისთვის დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება არ ვრცელდება ჟინვალჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილზე, რომელიც არ ესაჭიროება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ მიღებულია 28.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №470. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.10.003.022188.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.11.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“, №470, 28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022188 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4947399/