,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 20/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ–ქუთაისისსამეცნიეროცენტრისსსიპ – აკაკი  წერეთლისსახელმწიფოუნივერსიტეტთანმიერთებისგზითრეორგანიზაციისშესახებ

მუხლი 1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

მუხლი 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

მუხლი 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №403 ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.

მუხლი 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 68-ე პუნქტი.

მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2009.
როდის იქნა მიღებული „,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““?
„,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““ მიღებულია 19.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №50. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““, №50, 19.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6118/