,,სსიპ – ზოოლოგიის ინსტიტუტის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №58
2009 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – ზოოლოგიის ინსტიტუტის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიების ა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ზოოლოგიის ინსტიტუტი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოოლოგიის ინსტიტუტი.
მუხლი 2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოოლოგიის ინსტიტუტისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
მუხლი 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 4
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 მაისის №357 ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური